გუშინ გადაკეტეს ახლიდან მიზეზი-
ყველას გვახსოვს რამდენ ხანს გრძელდებოდა ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია, როგორც იქნა ის დასრულდა, ხიდის რეაბილიტაცია დასრულებულად ჩაითვლებოდა, რომ არა კურიოზული შემთხვევა.
ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ, ხიდის ქვეშ სანაპიროზე მიმავალი პირველივე სატვირთო ავტომობილი გაიჭედა. დიახ გაიჭედა, ხიდის რეაბილიტაციის შედეგად, ხიდის სიმაღლე დადაბლდა (საინტერესოა როგორ მოახერხეს) და საერთაშორისო სტანდარტს 3.5 მეტრი (სატვირთო ავტომობილისთვის გადაადგილება ნებადართულია) ვეღარ აკმაყოფილებდა.
თბილისის მერიამ კრეატიულობა გამოიჩინა, არ დააყოვნა და მარჯვენა სანაპიროზე ბარათაშვილის ხიდის ქვეშ გზის საფარი დაათხელა, რომ დაეკმაყოფილებინათ 3.5 მეტრიანი სტანდარტი.
ვინც გადაადგილდებით აღნიშნულ ტერიტორიაზე, ალბათ შეამჩნევდით, თუ როგორ განიცდიდა თქვენი ავტომობილი აღნიშნულ უსწორმასწორობას. აღნიშნული უწესივრობის შესახებ არანაირი გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი არ განთავსებულა, რაც არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიას.
აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება დაახლოებით 3 თვე, მხოლოდ რამოდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ გადაწყვიტა დაეწყო ხელახალი ხიდის და გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ რამდენიმე დღით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ნათქვამია კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.
"15 მაისის 09:00 საათამდე მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა. ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში, დადაბლდა ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.
აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი. უნდა დაიგოს ასფალტის ზედა ფენა”, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
http://www.tabula.ge/ge/tablog/107730-rato...lis-xidis-qveshhttp://topnews.mediamall.ge/?id=167595