"სექსი საქართველოში" 30 წლის პოლონელი ბლოგერისა და მოგზაურის კშიშტოფ ნოდარის წერილია, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და საკუთარი შთაბეჭდილებები ასე აღწერა.
ვნახოთ როგორია ევროპელის თვალით დანახული ქართველების სექსუალური ცხოვრება.
"მარტოხელა ვიყავი როცა საქართველოში გადავწყვიტე სამოგზაუროდ წასვლა. ჩემი მეგობრები, რომლებიც პაემნების ექსპერტები არიან, ცოტა ცხვირაბზუებით შეხვდნენ ამ იდეას. სხვები კი ძალიან აღტაცებულები იყვნენ იმ პერსპექტივით, რომ მე მექნებოდა ურთიერთობა ლამაზსა და ამოუცნობ აღმოსავლელ გოგონებთან. ზოგი კი საერთოდ მირჩევდა დამემეგმა სექს-ტური საქართველოში.
მე არ მქონდა კონკრეტული გეგმა, არც პასუხები, უბრალოდ ვიცოდი, რომ არ მინდოდა მხოლოდ დამელია, მომეწია და დავწოლილიყავი ყველაფერთან, რაც მოძრაობს.
მამაჩემმა მითხრა, რომ უკვე 30 წლის ვარ და ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია. ამიტომ გადავწყვიტე მეცხოვრა სავსე ცხოვრებით - მემუშავა, მემოგზაურა, მეოცნება და მეწერა საქართველოს საზოგადოების, ისტორიის, კულტურის და ურთიერთობების შესახებ.
სექსი საქართველოში. ტაბუ, მითი, ყველაფერი თუ არაფერი? არსებობს კი ის?
როგორც ჩანს, სექსუალურ რევოლუციას საქართველომდე ჯერ არ მიუღწევია.საქართველოში არ არის ისეთი სექსუალური თავისუფლება, როგორიც "ძველ" ევროპაში და არც ის გარყვნილება, რომლითაც ასე ცნობილია დასავლური სამყარო. ქართველი ქალები ატარებენ მოკრძალებულ სამოსს და უმრავლესობის მიერ აღიქმებიან, როგორც ბავშვის "სატარებლად გამოსაყენებელი" არსებები. როცა ისინი შეასრულებენ თავიან როლს როგორც დედები, მათთან სექსუალური ურთიერთობა აღარაა საჭირო. ყოველ შემთხვევაში ეს ქალებისთვის ასეა. მამაკაცები კი სულ სხვა "კასრში" არიან. შესაძლოა მათ უმეტესობას აქვს "თავგადასავლები" ოჯახის გარეთ.
იყო ქალი საქართველოში, ძალიან რთულია. რთულია ცდუნდე ამ საოცრად მორცხვ, კონსერვატიულ და შოვინისტურ საზოგადოებაში.
საკმარისია წახვიდე რომელიმე გართულ ქალაქში, რაიონში ან ტაძარში. თქვენ იქ ნახავთ უმეტესად ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც შემოსილნი არიან "უსაფრთხო" სამოსით. არავითარი დეკოლტე და სექსუალური სამოსი. მამაკაცები კი სრულიად განსხვავებულები არიან. უმეტესობა არის მაჩოს ტიპის, კისრებზე მსხვილი ოქროს ჯაჭვით. ხანდახან სასაცილოც კია ნამდვილი კავკასიელი მებრძოლების ნახვა ასხმული ოქროთი. ისინი ძირითადად ევროპელ ტურისტ ქალებს დასდევენ და ცდილობენ მათ მოხიბვლას კავკასიური შარმით.
სექსი საქართველოში
ინტერნეტი სავსეა ევროპელი ქალების პოსტებით. ისინი აღნიშნავენ, რომ სადაც არ უნდა წავიდნენ, მათ ქართველი მამაკაცები უხეშად უტევენ. ისინი ყვებიან ისტორიებს ტაქსის მძღოლების შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ მათზე ეძალადათ, რუს და უკრაინელ გოგონებთან მათი დამოკიდებულების გამო.
საქართველოში არსებობს ჭორი, რომ ყველა სლავური წარმოშობის გოგო დაუკმაყოფილებელი სექს-მანქანაა და სამანტა ჯონსიც კი ცნობილი სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში", მათთან შედარებით უცოდველი კრავია. ეს ლეგენდა ბავშვებმაც კი იციან.
საქართველოში ბიჭებისთვის დაშვებულია რომ "გაერთონ" მოზარდობის წლებში. ბევრი მათგანი მამებს მსუბუქი ყოფაქცევბის ქალებთანაც კი მიჰყავთ 18 წლის შესრულებამდე.
ნაყიდი სექსი საქართველოში ხელმისაწვდომია და ძალიან მარტივი. საკმარისი წახვიდე თბილისის ერთ-ერთ უბანში საბურთალოზე, ან რომელიმე მთავარ გზაზე გაიარო. ტაილანდური მასაჟის სალონები საერთოდაც ქალაქის ცენტრშია და იმავე მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. არ იცი საიდან დაიწყო? ჰკითხე ტაქსის მძღოლს ან წადი ზღვისპირეთში ბათუმში ან გონიოში. ტაქსის მძღოლებმა უამრავი გოგოს ტელეფონი იციან, მათი მთავარი სამიზნე კი თურქი ტურისტები არიან.
რამდენიმე წლის წინ მედიაში სექს-მუშაკების თემის გაშუქებისას აღინიშნა, რომ საქართველოში ამ საქმით უმეტესად უზბეკი ან დაღესტნელი, ასევე ჩეჩენი გოგოენები არიან დაკავებული.
განსხვავებით მამაკაცებისგან, ქართველ ქალებს არ აქვთ საშუალება "აკრძალული ხილი" გასინჯონ. მათ არ აქვთ სექსუალური ურთიერთობა თინეიჯერობის პერიოდში. ისინი მშობლების სახლიდან უბრალოდ გადადიან ქმრის სახლში. ამ ორ პერიოდს შორის კი არაფერია. ხშირად ისე ხდება რომ ქართველი ქალისთვის ქმარი ერთადერთი სექსუალური პარტნიორია სიცოცხლის ბოლომდე. ხშირია შემთხვევები, როცა 13-14 წლის გოგონები ორსულდებიან, განსაკუთრებით სოფლებში. მათ არ აქვთ სექსუალური განათლება, შესაბამისად, ვერ იცავენ თავს. თუმცა, ვიაგრა, აფთიაქებში ერთ-ერთი ბესტსელერია.
აი რატომაც ირჩევს ბევრი ჭკვიანი ქართველი გოგონა საზღვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად. ეს ერთადერთი შანსია დაამსხვრიო ჯაჭვი, ცოტა ხნით მაინც. თუმცა, ისინი ისე მიჯაჭვულები არიან სამშობლოს, რომ უმეტესობა უკან ბრუნდება. შედეგად კი ახალგაზრდა განათლებული ქალები უბრუნდებიან საკუთარ ტრადიციულ ოჯახებს და ირგებენ იმ ტრადიციულ როლს, რომელიც ქალისთვისაა განსაზღვრული საქართველოში და ეს გვაძლევს კაცების ქალებზე დომინირების კიდევ ერთ თაობას. ეს პროცესი არასდროს სრულდება.
2014 და 2015 წელს თბილისში გაიმართა რამდენიმე კონფერენცია ოჯახში ძალადობის შესახებ. ეს საკითხი ნამდვილად საჭიროებს განხილვას. ბევრი ადამიანისთვის ის უცხოა. ამ საკითხზე მძაფრია მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების რეაქციაც.
რთულია თქვა როგორ უნდა "შეაბა" ქართველი გოგო წარმატებულად. უცხოელებს ისინი უყურებენ როგორც დროებით და ცვალებად ელემენტებს. ისინი ფიქრობენ, რომ უცხოელები მათთან მაინც არ დარჩებიან. ისინი ჩვენზე ბევრს არ ფიქრობენ, მიაჩნიათ რომ ქართველი კაცებისნაირები ვართ. გარდა ამისა, საქართველოში მიიჩნევენ, რომ უნდა დაიცვან ეროვნული იდენტობა და შეინარჩუნონ გენეტიკა. ამიტომაც ისინი მუდამ ერთმანეთს ხვდებიან და ეს არის ჩაკეტილი წრე.
სექსი საქართველოში. სწრაფი რომანი. ახალგაზრდა წყვილები. სწრაფი განქორწინება. დღესდღეობით ყველაფერი იცვლება. მიუხედავად უმარავი პატარა ბავშვისას, ქართული ინსტიტუტები ამტკიცებენ, რომ მოსახლეობა მცირდება და 160 ქალაქი საფრთხეშია. ძალიან რთულია წარმოიდგინო საშუალო-სტატისტიკური ქართველი ქალი უწესო ვამპირად.
უმშვენიერესი კავკასიელი, ქართველი გოგონები სხვა პლანეტის მკვიდრებს ჰგვანან: უბიწო, სუფთა და გაუთვითცნობიერებელი. და მე ახლაც არ ვიცი კარგია ეს თუ ცუდი."
http://rebelaway.com/en/sex-in-georgia/
მიმაგრებული სურათი