SamaraTკომპიუტერები ქსელში (მათ შორის ინტერნეტში) ერთმანეთს უკავშირდებიან IP მისამართებით.
საიტზე რომ შედიხარ, რეალურად შენი კომპიუტერით უკავშირდები სერვერ კომპიუტერს, სადაც საიტის ფაილებია მოთავსებული და იმ ფაილებს ნახულობ.
ადამიანისთვის კი რთულია, IP მისამართის დამახსოვრება, რადგან ციფრებისგან შედგება.
ამიტომ მოიფიქრეს Domain Names - მისამართის ნაცვლად, ჩვეულებრივი, ტექსტური სახელების გამოყენება.
მაგრამ, სადღაც ხომ უნდა შეინახო ეგ ინფორმაცია, რომელი საიტის სახელი, რომელ მისამართს ეკუთვნის და მერე მიაწოდო მომხმარებელს?
ამას აკეთებს სწორედ Domain Name Server - DNS
შენ რომ ბრაუზერში წერ Facebook.com ჯერ უკავშირდები DNS რომელიც მონახავს Facebook.com-ის შესაბამისს IP მისამართს და იმასთან დაგაკავშირებს.
უფრო კონკრეტულად აქ წერია
IP/DNS/Domain (post #8109653)შესაბამისად, როცა პროვაიდერი (კავკასუსი, სილქნეტი და ა.შ.) საიტს მაგ გზით დაბლოკავს, ანუ უბრალოდ Facebook.com -ის აკრეფისას აღარ გადაგამისამართებს შესაბამისს IP მისამართზე, მაშინ გიშველის DNS-ის შეცვლა.
რადგან, Google-ს არაფერი ექნება დაბლოკილი და ჩვეულებრივად დაგაკავშირებს ისევ.
მაგრამ, თუ თვითონ Facebook-ის IP მისამართსაც დაგიბლოკავს პროვაიდერი, მაშინ ვერ გიშველის ვერც სხვა DNS და უნდა გამოიყენო Proxy/VPN