კარგად დავინახეთ ვინც გადაარჩინეთ თქვენ.თქვე გაუმაძღარო დინგიანებო!!!
ზურაბ ტყემალაძე - მოვუწოდებ ”ოცნების” ახალ წევრ კოღუაშვილს, თოფაძის ხსენებას თავი დაანებოს და დისციპლინაზე თავის პარტიას ელაპარაკოს
12:39 19-05-2016
ზურაბ ტყემალაძე - მოვუწოდებ ”ოცნების” ახალ წევრ კოღუაშვილს, თოფაძის ხსენებას თავი დაანებოს და დისციპლინაზე თავის პარტიას ელაპარაკოს ”მრეწველების” ერთ-ერთი ლიდრი ზურაბ ტყემალაძე, ”ქართული ოცნების” ახალ წევრ დავით კოღუაშვილს მოუწოდებს, გოგი თოფაძის ხსენებას თავი დაანებოს.
ამის შესახებ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც კოღუაშვილის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრი კოალიციაში დისციპლინის ნაკლებობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში მაგალითად თოფაძის, ”მრეწველებისა” და თამაზ მეჭიაურის განცხადებები მოჰყავს.
”მოვუწოდებ ბატონ კოღუაშვილს, თოფაძის გვარის ხსენებას თავი დაანებოს. უმცროს კოლეგას მე ასეთ რჩევას ვაძლევ. რომელ კოალიციაზეა საუბარი? კოალიცია, პრაქტიკულად, დაშლილია. რომ იძახის სხვადასხვა პოზიციების მქონე განცხადებები არ უნდა ისმოდესო, თუ ასეა კოალიციის შიგნით, ამა თუ იმ კანონთან დაკავშირებით ერთიანი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული? ბუნებრივია, ეს კითხვა ისმის. ბატონო კოღუაშვილო, თოფაძე არ არის თქვენი არც ქვეშევრდომი და არც ის პიროვნება, რომელსაც პრესის საშუალებით და ასე ხმამაღლა შეგიძლიათ მოუწოდოთ. ყველას გვაქვს ჩვენი პოზიცია, აზრი ყველა მიმართულებით. ნუ გვახვევს თავის პოზიციას თავზე”, - განაცხადა ტყემალაძემ.
მისივე თქმით დღეს არა კოალიცია, არამედ პარლამენტში უმრავლესობაა შენარჩუნებული, რომელშიც, მისი აზრით ”რესპუბლიკელები” არ შედიან.
”რესპუბლიკელებმა” განაცხადეს, რომ თემატურ უმრავლესობაში არიან. მოეწონებათ, დაუჭერენ მხარს, არ მოეწონებათ, არ დაუჭერენ. მაშინ რა დისციპლინაზე მელაპარაკება კოღუაშვილი? ამაზე ელაპარაკოს თავის პარტიას”, - განაცხადა ტყემალაძემ.
ცნობისთვის, ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრი დავით კოღუაშვილი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში, კოალიციაში დისციპლინის ნაკლებობაზე საუბრობს. როგორც კოღუაშვილმა აღნიშნა, ყველა განცხადება, რომელსაც კოალიციის წევრები აკეთებენ შეთანხმებული უნდა იყოს, რათა სხვადასხვა პოზიცია არ დაფიქსირდეს. ამ კონტექსტში მაგალითად მან მრეწველებისა და თამაზ მეჭიაურის განცხადებები მოიყვანა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...elaparakos.html