კაი ხალხს სალამი. ტელეფონს ვეძებ, ჯერ მოდელი მაინტერესებს რომელს მირჩევთ. მონაცემებს თითქოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ 1GB ოპერატიული მაინც ცოტაა, HTC One Mini მომწონს ეს მოდელი ვიდითაც და მონაცემებითაც, მაგრამ მგონი 1გბ ოპერატიული გაჭედავს
როგორი ტელეფონი მინდა გეტყვით:
კარგი კამერა ჰქონდეს, დღისით იდეალურ სურათს იღებდეს (უფრო 12MP-13MP, ან 4 Ultra MP)
ამერიკულიც მაწყობს, მაგრამ უპირატესობას მივანიჭებ საერთაშორისოს
ვიზუალურად ლამაზი იყოს (აი მაგალითად htc one mini-ს დიზაინი მომწონს ძალიან)
მეხსიერება ან 32GB, ან 16GB და ჩიპი ედებოდეს
რა მოყვება არ მაინტერესებს
რომების ცვლას არ ვაპირებ
მდგომარეობა იდეალური 9.5/10-დან სუ მცირე
5.0 ან 6.0მდე ნახლდებოდეს ანდროიდის ვერსია ოფიციალური
კარგი იქნება 4G თუ ექნება, მაგრამ ბილაინი მაქვს და მგონი ამერიკულ ვერსიებზ-ზე არ მუშაობს ბილაინის 4G
ჩემთის ყველაზე კარგი იქნება ახალი ვერსია Samsung A3-ის, მაგრამ 300-350 ლარში ალბათ ვერ ვიშოვი, ისე 629 ღირს ზუმერში ახლა
მომაწოდეთ ვარიანტები რომელი ტელეფონი ვიყიდო, თან მინდა დიდხანს მეყოს და გამიძლოს

ანუ უპირატესობას ვანიჭებ 1. კამერას. 2. მდგომარეობას. 3. ვიზუალურ ფორმას, ფერს და ა.შ. შავი ფერის ტელეფონი არ მინდა, უფრო თეთრი ან ვერცხლისფერი
This post has been edited by ჭუჭკოკორა on 7 Jun 2016, 15:21