წინასწარი ინფორმაციით, საკრებულოს შუალედური არჩევნებში 9-დან 2 საარჩევნო ოლქში - „ნაციონალური მოძრაობის“, დანარჩენ 7-ში კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარის თემები), კასპის (მეტეხის თემი), წყალტუბოს (სოფელ წყალტუბოს თემი), ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ ოლქებში - 45 საარჩევნო უბანზე ჩატარდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ ოლქებში, დანარჩენ 7-ვე ოლქში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...gaimarjves.html