სააპელაციო სასამართლომ "ტელეკომპანია საქართველოს" წილებს ურთმელიძის მიერ დადებული ყადაღა მოუხსნა
დღეს, 15:03
სააპელაციო სასამართლომ "ტელეკომპანია საქართველოს" წილებს ურთმელიძის მიერ დადებული ყადაღა მოუხსნა
დღეს, 15:03 2
ტელეკომპანია საქართველოს წილებს ყადაღა მოეხსნა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს დილით მიიღო. TV საქართველოს წილები რუსთავი 2-ის საქმის ფარგლებში მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გასულ წელს დააყადაღა. მაშინ ურთმელიძემ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო, რითაც ტელეკომპანიის წილების გასხვისება აკრძალა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ურთმელიძის ყადაღა მთლიანად გაუქმებულია.
http://rustavi2.com/ka/news/47263