
ამაღლების დღესასწაულს გილოცავთ!
თქვენი დახმარება მჭირდება, თუ გქონიათ ბავშვთა თვალის ექიმებთან კონტაქტის გამოცდილება. ჩემს პატარას 4 თვიდან დაეწყო თვალის პრობლემები, ორი წლის ხდება და ვერ დავადგინეთ დიაგნოზი. უფრო სწორად, ზაზა ხოტენაშვილმა მზის ალერგია დაგვიდგინა, ოღონდ მთლად მზეზე არ აქვს - ღრუბლიან ამინდში, ღამე, ზაფხულში, ზამთარში, მნიშვნელობა არ აქვს - პერიოდულად აწუხებს თვალების ტკივილი, ვერ ახელს თვალს, ტკივა, ტირის, არ ჭამს... ვიტანჯებით, ერთი სიტყვით...
მირჩიეთ ბავშვთა თვალის ექიმი, რომელიც ზუსტ დიაგნოზს დასვამს და მკურნალობას დანიშნავს