"მინდა კომპლიმენტი ვუთხრა იმ მეთოდებისთვის, რომლებიც მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებების დასაცავად გამოიყენეს, ეს კარგი ნიშანია"
საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შოთაძემ დიპლომატებს ე.წ კაბელების საქმეზე დეტალები გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებისთვის კომენტარი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ გააკეთა:
„ეს იყო ყველაზე სრულყოფილი და ამომწურავი ბრიფინგი, რომელიც პროკურატურის უწყებაში ოდესმე მომისმენია. მინდა კომპლიმენტი ვუთხრა იმ მეთოდებისთვის, რომლებიც მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებების დასაცავად გამოიყენეს, ეს კარგი ნიშანია. ისინი დეტალურად მიყვებიან სამართლებრივ პროცედურას. ჩვენი შეკითხვები ეხება არა პროკურატურის ქმედებებს, არამედ თავად კანონს, რაც ამ უწყების საქმე ნამდვილად არ არის. ეს არის პარლამენტის პრეროგატივა. ასე რომ საქმე ეხება კანონს და იმას თუ როგორაა ეს კანონი ინტერპრეტირებული. მე არ ვარ სამართლის საკითხებში ექსპერტი, მაგრამ ჩემი სტატუსიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურამ დღეს საქმე წარმოგვიდგინა ძალიან კარგად,“-განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ
http://www.newposts.ge/?l=G&id=108551-%E1%...%83%AB%E1%83%94