მოკლედ იმათთვის,
კოდორის ოპერაცია ვისაც ახსოვს
ვისაც ფსიხოზი სახელად "9 წეელლეეეეეეეე" და "ორგანოეეებეეე" და ა. შ. არ აწუხებს
სპეცოპერაცია "კოდორი-2007"-ის მონაწილეთა ნაწილი ციხეშია, ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი - გადაიბირეს 
2007 წლის ოქტომბერში კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საქართველოს სპეცსამსახურის თანამშრომლებმა რუსი პოლკოვნიკი მოკლეს, რომელიც ტყეში აფხაზური ე.წ. ჯარის წარმომადგენლებს წვრთნიდა.  
„ქართული გაზეთი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც შინაგანი ჯარის ყოფილი სარდლის გოგი თათუხაშვილის ანალიზზე დაყრდნობით აღწერილია, როგორ იძიეს შური რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა: 
კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე სამი პირი დაპატიმრებულია 2013 წლიდან. ექვსი პირი საქართველოდან გაქცეულია, ხოლო ექვსი პირი გარდაცვლილია საეჭვო ვითარებაში, დანარჩენი რამდენიმე კი, როგორც გენერალი თათუხაშვილი ამბობს, გადაბირებულია. 
ამ სპეცოპერაციიდან ერთ თვეში, 2007 წლის 27 ოქტომბერს რუსულ მედიაში, კონკრეტულად კი „რია ნოვოსტიში“, გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზ მესაზღვრეებზე თავდასხმის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების გამოვლენასა და დასჯას ითხოვდა. 
წინა ხელისუფლება მსგავს მოთხოვნებს არანაირი ფორმით არ აკმაყოფილებდა. უფრო მეტიც, რუსული სპეცსამსახურების აგენტურისა და ტერორისტული აქტების ჩამდენი პირების გამოვლენისა და დაკავებისთვის არაერთი ოპერაცია განხორციელდა, ხოლო მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ გაეროს ტრიბუნიდან ხმამაღლა თქვა: 
„კოდორის ხეობა არის საქართველოს ნაწილი, ისევე, როგორც აფხაზეთი მთლიამად. რას აკეთებდა რუსი პოლკოვნიკი, სამხედრო ინსტრუქტორი ჩვენს ტყეებში? მათთან რა, ნაკლებ ტერიტორიაზეა ტყეები?“
მთელი სტატია :
http://www.fmabkhazia.com/news/16174-speco...ili-mokles.html