ძველინგლისური ნაგაზი ანუ ბობტეილი ძველი ინგლისური ჯიშია, რომელიც ძველთაგანვე საქონლის მწყემსად იყენებდნენ. "ბობტეილი" ინგლისურიდან თარგმანში "მოკლეკუდას" ნიშნავს. თუმცა, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ბობტეილის ლეკვები უკუდოები არ იბადებიან, უბრალოდ, მოგვიანებით, კუდის კუპირებას უკეთებენ.
ბობტეილი არა სწავლულებმა, არამედ ჩვეულებრივმა ფერმერებმა გამოიყვანეს, რომელთაც საქონლის მწყემსი და დამხმარე სჭირდებოდათ ბევრ სხვა საქმეში. მიიჩნევენ, რომ ისინი ძაღლების ძველ ტიპს მიეკუთვნებიან, რადგანაც ბოლო 100 წლის განმავლოდაში მათი გარეგნობა ფაქტიურად არ შეცვლილა, რაც შეუძლებელი იქნებოდა ჯიში შედარებით ახალგაზრდა რომ ყოფილიყო.
ჯიშის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს:
1. ჯიში წარმოიშვა ბრიარისა და წვერიანი კოლის შეჯვარებით. მაგრამ ეს ვერსია საეჭვოა, იმიტომ რომ ფერმერებს არ ქონდათ მისწრაფება ახალი ჯიშის გამოყვანისადმი. მათთვის მთავარი სამუშაო ხარისხი იყო და არა_გარეგნობა;
2. ჯიში წარმოიქმნა ბრიარის, წვერიანი კოლისა და სამხრეთრუსული ნაგაზის შეჯვარებით, რომელიც რუსმა მეზღვაურებმა ჩაიყვამეს ინგლისში. ეს თეორიაც საეჭვოა, რადგანაც მეზღვაურები ვერ ჩიყვანდნენ ისეთ ძაღლებს ინგლისში, რომელთა გაყიდვასაც მოგვიანებით შეძლებდნენ;
3. ჯვაროსნული ლაშქრობისას ინგლისში ჩაყვანილი ძაღლების შეჯვარებით ადგილობრივ ჯიშებთან.
ერთი ლეგენდით ბობტეილი იულიუს კეისრის მიერ ბრიტანეთში ჩაყვანილი რომაული ძაღლების შთამომავალია.
ბობტეილი ეფექტური და მომხიბვლელი ძაღლია თანდაყოლილი მწყემსის ინსტიქტით. დღეისათვის ის ოჯახის შესანიშნავი მეგობარი, კომპანიონი და ძიძაა. მათში შენარჩუტებულია ყველა ის მთავარი ღირსება, რაც მწყემს ძაღლებს ახასიათებთ. ბობტეილი ამტანი, დაუღლელი და მოძრავი ძაღლია მაღალი ინტელექტითა. ის ადვილად სამართავია და საერთოდ არ არის აგრესიული. ადვილად იწვრთნება. ძაღლთან ურთიერთობა პატრონისათვის ნამდვილად სასიამოვნოა.
ბავშვებთან ბობტეილი ნაზი და მომთმენია. არასოდეს ეპყრობა მათ უხეშად. ბავშვებს ერთგულად იცავს და სიამოვნებით ეთამაშება. ბუნებით მწყემსი გამუდმებით ცდილობს ოჯახის წევრებს ერთად მოუყაროს თავი და ყურადღებას აქცევს, რომ არავინ ჩამორჩეს "ფარას". ბობტეილი მშვიდათ ხვდება სხვა ძაღლებსა და შინაურ ცხოველებს. სუსტების მიმართ მფარველის როლსაც კი ირგებს.
მიუხედავად ზომისა, ბობტეილი საკმაოდ მცირე ადგილს იკავებს სახლში და ადვილად ეგუება ნებისმიერ საცხოვრებელს. უფრო ხშირად, ბობტეილი თვითონ ირჩევს ადგილს სახლში, უპირატესობას ანიჭებს კართან ან ფანჯარასთან ძილს.
ბობტეილს შესანიშნავი ბეწვი და უჩვეულო გარეგნობა აქვს, ის ფუმფულა დათუნიას გავს. მის ბეწვს არ აქვს მკვეთრი სუნი და მისი კარგ მდგომერეობაში შენარჩუნება ადვილია თვეში 2-3-ჯერ დავარცხნითა და სპეციალური კოსმეტიკის გამოყენებით. ბობტეილს არ ახასიათებს ბეწვის სეზონური ცვლა სხვა ძაღლების მსგავსად. მხოლოდ თივთიკს იცვლის ასაკობრივად. ამ დროს ხშირი ვარცხნა ჭირდება, რადგანაც ბეწვი თავისით არ ცვივა და ადვილად იხვევა.
ბობტეილი ძალიან ჭკვიანი ჯიშია. მას შეუძლია ადვილად გამოიცნოს პატრონის ხასიათი და ყოველთვის მზად არის გაიზიაროს მისი მწუხარებაც და სიხარულიც. ის ყოველთვის გულწრფელად აღფრთოვანდება პატრონის ყოველი დანახვისას, თუნდაც ის სულ 5 წუთის გასული იყოს სახლიდან.
ბავშვების საყვარელი ძაღლი და მოზრდილების ერთგული მეგობარი, რომელსაც არ შეუძლია სიძულვილი და ტყუილი, რომელიც გვჩუქნის თავის სიყვარულსა და ერთგულებას მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვარსებობთ!
ბობტეილი ძაღლია, რომელსაც უსაზღვრო სიყვარული შეუძლია!



ამ ძაღლის შოვნა მინდა და სამწუხაროდ საქართველოში მგონი , მხოლოდ ვაკეში ყავს მავან უცხოელს ერთადერთი და ისიც ბიჭი .
იქნებ ვინმემ იცის რაიმე ხერხი ეს ძაღლი რომ ვიშოვო

და დაახლოებით რა დამიჯდება
This post has been edited by MITIATO on 7 Nov 2011, 20:30