ვიცი ფორუმზე შესაბამისი კანდიდატის მოძებნა გამიჭირდება, მაგრამ მაინც დავწერ იქნებ ვინმე გადაგვაწყდეს.
ჯობს.გე ზე ლამის 2 თვეა გვიდევს ეს ვაკანსია და ისეთ სივებს აგზავნიან გული შეგიწუხდებათ, ხან რესტორანში გადაღებულ სურათებს აგზავნიან გოგოები სივის მაგივრად აი რა ვიდზე ვარ ამიყვანეთო, მოკლედ ძალიან ძნელი ყოფილა თანამშრომლის აყვანა.
ვიცი დიდ ხელფასს არ ვთავაზობთ, მაგრამ არც ძალიან დატვირთული არ იქნება და თუ ავტომოყვარული იქნება ხო ფაქტიურად ჰობიდან გამოიმუშავებს თანხას
ვაკანსია მდომარეობს შემდეგში
კომანია "4WD" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიაში უნივერსალური კონსულტანტ-მოლარის პოზიციაზე.
კომპანია 4WD არის ბაზარზე მოწინავე კომპანია 4x4 ავტომობილების მოდიფიცირება და სპეც. აღჭურვის სფეროში. ჩვენი კომპანია მონაწილეობას იღებს სხვადასხვა 4x4 ექსტრემალური ღონისძიებების ორგანიზებასა და სპონსორობაში აქედან გამომდინარე ჩვენს კომპანიაში დასაქმებული ადამიანები არიან მუდმივად საინტერესო მოვლენების ეპიცენტრში რაც სამუშაო გარემოს ერთობ საინტერესოს ხდის.
მოვალეობები:
** კლიენტთან სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობის მუდმივი აღრიცხვა და კონტროლი, საჭიროების შემთვევაში მოთხოვნის წარდგენა საწყობთან, პროდუქციის დამატებასთან დაკავშირებით.
** მომხმარებელთაგან თანხის მიღება;
** სალაროზე მუშაობა.
** გაყიდვის შემდგომ თანხის მიღება და ყველა საჭირო საბუთის გაფორმება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობების შესრულება;
** მენეჯმენტისათვის ზეპირი და წერილობითი რეპორტების მომზადება მაღაზიის მუშაობის შესახებ, კლიენტის საჭიროებების, მათი პრობლემების და ინტერესის სფეროებთან დაკავშირებით
სავალდებულო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 1 წელი;
** უმაღლესი განათლება;
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა სავალდებულოა;
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
** ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა;
სასურველი უნარ-ჩვევები:
** 4x4(მაღალი გამავლობის) ავტომობილების მოდელების და ზოგადი ტექნიკური მონაცემების ცოდნა.
** კლიენტთან მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები;
** კლიენტზე ორიენტირებულობა;
** თავაზიანობა;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებული, დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** ოპერატიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო ადგილის მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდუბე.
სამუშაო განრიგი 9:30 დან - 18.30 საათამდე. კვირა დღე დასვენება
ანაზღაურება: ხელზე ასაღები ხელფასი: 400-450 ლარი,
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ.მისამართზე: shop4wd@yahoo.com subject-ში აუცილებლად უნდა მიეთითოს ვაკანსიის დასახელება, წინაამღდეგ შემთვევაში CV არ განიხილება.
This post has been edited by geooffroader on 18 May 2016, 18:08