შეიძლება ქართველოლოგი არ არის, მაგრამ საინტერესო რამეებს წერს ბარონი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი
წიგნი ქართულ ენაზე:
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/1...Kavkasiashi.pdfსაინტერესოა, რომ არსებობს ჟურნალი "ქართველოლოგი"
kartvelologi.tsu.ge
„ქართველოლოგი“ ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.
ჟურნალი „ქართველოლოგი“ წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია „ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი“ (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - „ქართველოლოგიური სკოლის ფონდი“.
2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდებოდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.
1993 წლიდან პროფ. ე. ხინთიბიძის მიერ დაარსებული ჟურნალი "ქართველოლოგი" დღეისათვის უკვე საერთაშორისო სტატუსით ფორმირებული და ევროპის ქართველოლოგიურ ცენტრებში ცნობილი სამეცნიერო ჟურნალია, რომელსაც ნაწილობრივ ქართველოლოგიური მეცნიერების პოპულარიზაციის დანიშნულებაც აქვს. გამოცემულია 26 ნომერი.
ჟურნალს საერთაშორისო რედკოლეგია ჰყავს. რომლის წევრები არიან: ვინფრიდ ბოედერი (გერმანია), ლუიჯი მაგაროტო (იტალია), ბერნარდ უტიე (საფრანგეთი), შტეფი ხოტივარი-იუნგერი (გერმანია). ამ ჟურნალის სხვადსხვა ნომერში უკვე გამოქვეყნებულია ბევრი უცხოელი მეცნიერის გამოკვლევა ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების საკითხებზე. ეს ავტორებია: დანიელ ჰამფრისი - აშშ ("ქართველოლოგი" #13), რობერტ ბეინენი - აშშ ("ქართველოლოგი" #7, 12, 13), რობერტ ლარსონი - შვედეთი ("ქართველოლოგი" #12), ფარშიდ დელშადი - ირანი ("ქართველოლოგი" #7), ელეტრა ერკოლინო - იტალია ("ქართველოლოგი" #9), ანტონი სტობარტი - დიდი ბრიტანეთი ("ქართველოლოგი" #13), სანდრა რულოვსი - ნიდერლანდი ("ქართველოლოგი" #5), სასკია შელეკენსი და ალექსანდრა გაბრიელი - ნიდერლანდი ("ქართველოლოგი" #6), იოსებ ზეთეიშვილი - რუსეთი ("ქართველოლოგი" #8), ფ. ვებერი - გერმანია ("ქართველოლოგი" #8), პოლ პუპარი - იტალია ("ქართველოლოგი" #13), რუვენ ენოხი - ისრაელი ("ქართველოლოგი" #14).
ჟურნალი აქვეყნებს უცხოელ ქართველოლოგთა შრომების ბიბლიოგრაფიებს და აცნობს მათ მოღვაწეობას როგორც ქართულ, ასევე უცხოელ მეცნიერთა ფართო წრეს. კერძოდ, ჟურნალის სხვადსხვა ნომრებში გამოქვეყნებულია ბიბლიოგრაფიები მიშელ ვან ესბროკის, ქეთრინ ვივიანის, ბერნარდ უტიეს, ვინფრიდ ბოედერის, ლუიჯი მაგაროტოს ქართველოლოგიური ნაშრომებისა. ამ ჟურნალის ნომრებში სხვადსხვა დროს გამოქვეყნდა უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები ქართველოლოგიის დარგში, რომლებიც შემდგომში გადაიბეჭედა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში და 21-ე საუკუნის ქართველოლოგიური მეცნიერებების მნიშვნელოვან სამეცნიერო პრობლემებად იქცა. კერძოდ: პროფესორ ლევან ჭილაშვილის გამოკვლევა მის მიერ აღმოჩენილ წინარე ქრისტიანული ხანის ნეკრესის ქართულ წარწერებზე ("ქართველოლოგი" #7-8), პროფ. ელგუჯა ხინთიბიძის მიერ გამოვლენილი ქართული ორიგინალური თხზულების უძველესი ლათინური თარგმანი ("ქართველოლოგი" #6) და ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის გამოყენება მე-17 საუკუნის ინგლისურ დრამატურგიაში ("ქართველოლოგი" #14-15), პროფ. ნინო დობორჯგინიძის მიმოხილვა იბერული დამწერლობის ადგილზე მსოფლიოს ხალხთა დამწერლობათა უძველეს ნუსხებში ("ქართველოლოგი" #13) და სხვა. ჟურნალი სისტემატურად აწვდის ქართული ენითა და ლიტერატურით დაინტერესებულ უცხოელ მკვლევარს ქართული ლიტერატურის ნიმუშებს პარალელური ინგლისურენოვანი თარგმანით.
* * *
ვინფრიდ ბოედერი
ფ. ვებერი – ბერლინში სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას (ინგლისურ და ქართულ ენებზე)
ელეტრა ელკოლინო – ქართველები ოტომანთა იმპერიაში (ქართულ ენაზე)
ვიტფარნეს ექსპედიცია – ვიკინგების დაბრუნდება საქართველოში
რობერტ ლ. ლარსონი – საქარტველოს უსაფრთხოების “გადასინჯვა”: უსაფრთოების კომპლექსის ძირითადი თეორიის პოსტ-მოდერნისტული ასპექტები (ინგლისურ და ქართულ ენებზე)
პოლ პუპარი – ქართული თვითმყოფადობისა და სულიერების დედაბოძი (ქართველი მეცნიერები საზღვარგარეთ) [ქართულ ენაზე]
გ. კულემანს ბეინენი – ადიულტერი და მკვლელობა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში [ქართულ ენაზე]
ანტონი სტობარტი – არის თუ არა ქართული ენა უფრო ეკონომიური, ვიდრე ინგლისური? [ქართულ და ინგლისურ ენებზე]
ჯ. დენიელ-ჰამფრისი – ქართულ ზმნათა პრაქტიკული ლექსიკონის შექმნისთვის [ქართულ ენაზე]
რობერტ სტივენსონი – შესავალი ვეფხისტყაოსნის საკუთარ თარგმანზე [მაკა ელბაქიძის ქართული თარგმანით]
ქეთრინ ვივიანი [ქართულ და ინგლისურ ენებზე]
რეუვენ ენოხი – ძველი ქართულის ელემენტები თავსილში [ქართულ და ინგლისურ ენებზე]
http://www.kartvfund.org.ge/index.php?act=...d=49.77&lang=ge * * *
2015 წელს თსუ-ში გაიმართა საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი:
რ. ენოხი (ისრაელი, არიელი)
შენიშვნები ქართველ ებრაელთა მეტყველების რაობასა და ქართული ენათმეცნიერული კვლევისათვის მისი შესწავლის მნიშვნელობაზე
ჰ. მარგარიანი (სომხეთი, ერევანი)
ქორწინებითი კავშირები საქართველოსა და კილიკიის სომხეთის სამეფო სახლებს შორის XIV საუკუნის პირველ ნახევარში
ფ. ბაირამი (თურქეთი, ფამუკალე)
ტაო-კლარჯეთის რეგიონი ჩვენი თექვსმეტწლიანი დაკვირვების მიხედვით
ნ.დურა (რუმინეთი, ბუქარესტი)
ახალი სიტყვა ანთიმოზ ივერიელისა და მიხაი სტეფანის (იშტვანოვიჩი) ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე
კ. ვამლინგი (შვედეთი, მალმო)
„ეს ღვინის ჭურჭლები არ ჩამორჩება ძველი გოთების სასმელთა ჭურჭლებს“ –ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალები საქართველოს შესახებ
მ. ნავროთი (გერმანია, ბერლინი)
გვიან ბრინჯაოსა და ადრეულ რკინის ხანის უცნობი ლითონისა და კერამიკული ნივთები საქართველოდან
ჰ. ჩიმქე (თურქეთი, რიზე)
ნატვრა-სურვილისა და პირობითობის გადმოცემა ქართულსა და თურქულში
ლ. გარსაევი (ჩეჩნეთის რესპუბლიკა, გროზნო)
ნახურ-ქართველური ურთიერთობის ისტორია უძველესი დროიდან
ბ. ხარსიევი (ინგუშეთის რესპუბლიკა, მალგობეკი)
საქართველო-ინგუშეთის შუა საუკუნეების კულტურული ფორმების პროექცია
შ. გაფუროვი, ვ. მაგომაევი (ჩეჩნეთის რესპუბლიკა, გროზნო)
საქართველოს საკითხი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში
შ. მუსტაფაევი (აზერბაიჯანი, ბაქო)
საქართველოსა და კავკასიის ისტორიის ზოგიერთი საკითხი აკადემიკოს ზ. ბუნიატოვის შრომებში
* * *
ასევე იყო ასეთი ავტორი (დიპლომატად იყო მოვლენილი სდრ-ში): ოტტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკი, რომელიც კარგად იცნობდა ქართულ კულტურას, წერდა ქართულ წარმართობაზე და ა.შ.