* * *
სტალდომ ტექნოლოგიის მიხედვით აშენებული შენობების ექსპლუატაციის ვადა აღემატება 85 წელს, ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე შეუძლია გაუძლოს ბევრი თანამედროვე მშენებლობის სისტემები.
სტალდომ ტექნოლოგიის მიხედვით აშენებული შენობის გარე მოპირკეთების ძირითადი მოთხოვნილება – ვენტილირებული ფასადის გამოყენება. ამასთან შესაძლებელია სხვადასხვა სახის საშენი მასალის გამოყენება.
1. დეკორატიული ბათქაში კოროედი (ქერქიჭამია). ის წაისმევა მაგნეზიტურ ფილაზე დაყენებული პოლისტიროლის ფენაზე. ფაქტურის ბათქაში მზადდება მაღალი ხარისხის თეთრი ცემენტისგან, მაღალი სითეთრის მარმარილოს ფქვილისგან და პოლიმერული დანამატებისაგან, მარმარილოს ფრაქციული დამხმარე შემავსებლებთან ერთად. ძირითადად, "კოროედი" გამოშვებულია თეთრი ფერის. არსებობს შეფერილობის შესაძლებლობა. შეფერილობა მზადდება სრულტონალური საღებავების გამოყენებით.

2. დაკიდული ფასადი "მარმოროკი" (Marmoroc) შედგება მცირე ზომის ფასადის ქვებისაგან, რომლებიც ერთვის Z ფორმის და მიმმართველი პროფილების საშუალებით. ქვა მზადდება მარმარილოს ნატეხებიდან, ცემენტიდან და შეფერილობის დანამატებიდან. ექსპლუატაციის ვადა გათვლილია 100 წელიწადზე ნებისმიერ, უმძიმეს კლიმატურ პირობებში. "მარმოროკის" ქვების ყინვაგამძლეობას აღემატება 150 ციკლს.

3. ედლების პროფმოპირკეთება გარე მოპირკეთების სახით ფართოდ გამოიყენება სამრეწველო შენობების აშენების დროს. პროფილური ფურცელი - ცივნაგლინი ფოლადის გოფრირებული პროფილია. როგორც წესი, გოფრირებული ფურცელი ტრაპეციული ფორმისა. ამ მასალის შედარებით მცირე ღირებულება, გამძლეობა, ღირსეული გარეგნული შეხედულება – ის მაჩვენებლებია, რის გამოც, ეს მასალა ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია არასაცხოვრებელი შენობების ფასადებს შორის .

4. ბლოკ - ჰაუზი, ცრუ - ძელები საშუალებას გვაძლევს ხის შენობის იმიტაციას . მიუხედავად იმისა, რომ მისი ღირებულება უფრო დიდია და ხის გარე მოპირკეთებას სჭირდება მუდმივი მოვლა, ამ მასალებისგან გაკეთებული ფასადი გამოიყურება საკმაოდ ღირსეულად და უჩვეულოდ.

ხვა მოსაპირკეთებელი მასალები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ვენტილირებადი ფასადის სახით: კომპოზიტური პანელები, მოსაპირკეთებელი აგური, დეკორატიული ქვა, საიდინგი და სხვა.
* * *
სახურავი1. გადახურვის მასალის ოპტიმალური არჩევანი არის ლითონის კრამიტი, რაც დასტურდება ამ მასალის გამოყენების ფართო პოპულარობით, მიუხედავად იმისა, რა დანიშნულების შენობაა და რა ტიპის სახურავია. ლითონის კრამიტი — ეს არის მოთუთიებული ფოლადისგან დამზადებული გადახურვის ფურცლები, პოლიმერული შეფერადებული საფარით. ლითონის კრამიტის ძირითადი უპირატესობები ფერდობიანი სახურავების სხვა მასალებთან შედარებით: მსუბუქი წონა, პოლიმერული საფარის მრავალფეროვანი შეფერილობა და ფაქტურა, ეკოლოგიური უსაფრთხოება, აგრეთვე გონივრული ფასი.

2. რბილი სახურავი (ბიტუმის კრამიტი) განკუთვნილია რთული სახურავების მქონე შენობებისთვის, სადაც უამრავი განაყოფებია. შედარებით მაღალი ღირებულება, შედარებით ნაკლები გამძლეობა - ამ მასალის განმასხვავებელი თვისებებია.

3. სახურავის პროფგადასახურავი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ფერდობიანი სახურავებისთვის, აგრეთვე სწორი სახურავებისთვის. განსაკუთრებით აქტუალურია გოფრირებული გადახურვა საწყობების, ანგარების, ავტოფარეხების და სხვა არასაცხოვრებელი შენობების გადახურვის დროს. მთავარი უპირატესობა არის დაბალი ღირებულება და მონტაჟის სისწრაფე.
* * *
მათბუნებელი (თბოიზოლაცია). 
თერმული და აკუსტიკური იზოლაციის მასალად გამოიყენება თანამედროვე ევროპული თბოიზოლაცია ეკობამბა. ეს არის საიზოლაციო მასალა, რომლის საფუძველს შეადგენს ცელულოზა (გადამუშავებული ქაღალდი). ეკობამბა ორთქლგამტარია, ამიტომ ხსნის ტენიანობის და კონდენსაციის წარმოქმნის პრობლემას, რადგან ხის ბოჭკოვანს აქვს ტენიანობის შეკვრის და მისი გაცემის უნარი თბოიზოლაციის თვისებების დანაკარგის გარეშე.
ეკობამბის შემადგენლობა: 81% უწვრილესი ხის ბოჭკოვანი, 12% ანტისეპტიკი, 7% არამფრინავი ანტიპირენები.
ეკობამბის დახასიათება:
1. თბოსაიზოლაციო თვისებები
ცელულოზის მათბუნებელის სითბოს გამტარობა შეადგენს 0,037-0,038. კედლების, იატაკის და ჭერის თბოიზოლაციის დროს, მთლიანად ივსება ყველა სიცარიელე, რის შედეგად ფორმირებულია ერთიანი უნაკერო ზედაპირი და ამით აღმოფხვრილია სითბოს დაკარგვა. კოლორადოს დენვერის უნივერსიტეტის(აშშ) სამეწნიერო – კვლევითი ნამუშევრებმა გვიჩვენა, რომ ცელულოზის თბოიზოლაცია აუმჯობესებს შენობების ჰერმეტიზაციას მინერალური ბამბასთან შედარებით თითქმის 38%. შედეგად, ცელულოზის ენერგეტიკული ეფექტიანობა დაახლოებით 24% უფრო დიდია, ვიდრე მინერალური ბამბისა.
2. ხმაურსაიზოლაციო თვისებები
150 მმ კედლის კონსტრუქციას, რომელიც შევსებულია ეკოცელულოზით, აქვს ხმის იზოლაციის უნარი RW = 93 დბ.
ხმაურის კომფორტული დონე საცხოვრებელ შენობებში შეადგენს, დაახლოებით, 25-30 დეციბელს. ეს მაჩვენებელი რეგლამენტირებულია SNIP - ის 2.12.77 "დაცვა ხმაურისგან" და ჯანდაცვის სტანდარტებით საცხოვრებელ ადგილებში და საცხოვრებელი მშენებლობის ტერიტორიაზე ხმაურის დონის მიხედვით .
3. ცეცხლმედეგობა
არ აალდება t + 1300C კი. თბოიზოლაციის ხანძრის გაჩენის თვალსაზრისით უსაფრთხოება, მიღწეულია ანტიპირენის და ბუნებრივი ტენიანობის არსებობით. ალის გავრცელების ჩატარებული გამოცდების შედეგების მიხედვით, მიღებული ნიშანია RP-1 (არ ავრცელებს ალს).
4. უსაფრთხოება
ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და არა მფრინავი ანტისეპტიკების (ბორაკის და ბორის მჟავის) არსებობის წყალობით , ეკოცელულოზა საიმედოდ ხელს უშლის სოკოების, ობის, მწერების, მღრღნელების გაჩენას. სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ექსპერტიზის №05.03.02-04 / 27207 01.06.2007 — დან, დასკვნის თანახმად, ცელულოზის მასალა აკმაყოფილებს უკრაინის მოქმედი სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნას.
5. ეკოლოგიურობა
ეკობამბა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტის ISO 14024:1999 მოთხოვნილებებს LP პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის ეკოლოგიური კრიტერიუმების ანალიზის მიხედვით 08.002.07.048 «თერმული და ხმაურსაიზოლაციო მასალები." სერტიფიკატი №UA.08.002.319.
* * *
შიდა მოპირკეთება
ხშირად, შენობის შიგნით კედლები და ჭერი მოპირკეთებულია თაბაშირმუყაოთი. თაბაშირმუყაოს ფურცლების წარმოება მიმდინარეობს სამშენებლო თაბაშირიდან, რომელიც ორივე მხრიდან გადაკრულია სპეციალური მუყაოთი. თავისი ფიზიკური და ჰიგიენური თვისებებით თაბაშირმუყაო არის იდეალური საშენი მასალა საცხოვრებელი შენობებისთვის. იგი არის ეკოლოგიურად სუფთა, არ შეიცავს ტოქსიკურ კომპონენტებს და არ ახდენს მავნე ზეგავლენას გარემოზე, რაც დადასტურებულია ჰიგიენური და რადიაციული სერთიფიკატებით. თაბაშირმუყაო არის ენერგოდამზოგი მასალა, აქვს კარგი ხმის საიზოლაციო თვისებები.
იმ ადგილებში, სადაც ჰაერში ორთქლის მაღალი შემცველობა (სველი წერტილები, აბაზანა), გამოიყენება წყლის რეზისტენტული თაბაშირმუყაო.
საცხოვრებელ და კომერციულ შენობებში (დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროები, საოფისე შენობები) თაბაშირმუყაოს ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის კედლის პანელები.
სამრეწველო ნაგებობებში, შიდა მოპირკეთების მასალით, როგორც წესი, გამოიყენება კედლის გოფრირებული ფილები.