„ნამდვილად არ იყო საჭირო აქცენტების გაკეთება პიჯაკთან დაკავშირებით“ - დავით ლორთქიფანიძე
დღეს, 15:26
რამდენად სწრაფად იმოქმედებს კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სამართალდამცველები და უნდა დაისაჯონ თუ არა კანონის მთელი სიმკაცრით დამნაშავეები - ამ კითხვას უმრავლესობის დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ უპასუხა.
როგორც ცნობილია, დავით ლორთქიფანიძე ცოტა ხნის წინ თავად იყო ერთ-ერთი ინციდენტის მონაწილე, რომლის პიჯაკის დაზიანების გამოც ახალგაზრდები დააკავეს და მათ თავისუფლება ქონდათ აღკვეთილი.
დეპუტატი ამ ორ ინციდენტს შორის კავშირს ვერ ხედავს.
ლორთქიფანიძე ასევე კორცხელში მომხდარ ინციდენტს არასასიამოვნოს უწოდებს, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.
„ნამდვილად არ იყო საჭირო აქცენტების გაკეთება პიჯაკთან დაკავშირებით,“ - აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.
http://rustavi2.com/ka/news/47515