მე ვთვლი, რომ ისეთი სერიოზული დამნაშავეები, როგორიც კანჯი-ოღლია, სპეცსამსახურებმა უნდა ჩამოათრიონ, და თუ ეს არ ხერხდება, პირდაპირ ლიკვიდაცია მოახდინონ.
დათა ახალაიამ სამი უდანაშაულო ახალგაზრდა ჩაცხრილა და შესაბამისად მასაც იგივენაირად უნდა მოექცნენ სპეცსამსახურები.
დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი, მაინტერესებს რამდენად ადეკვატურები ხართ დამნაშავეების მიმართ.
ამ თემას იმიტომ ვხსნი, რომ პატივცემული ბაჩო ახალაია ძალიან აღშფოთებულა ამ ამბით. ის შეშფოთებულია აწიოკებული ოჯახებით და ცინიკური მკვლელობით, ის პირობას დებს, რომ დამნაშავეები აუცილებლად წარდგებიან სასამართლოს წინაშე. ა კაცური კაცი!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
"როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელს, ასევე აფხაზეთის მიწაზე იმ ათეულობით ქართული ოჯახის ამწიოკებელს, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. - ამის შესახებ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რითაც ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხმიანება.
„მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო გიგა ოთხოზორიას ცინიკურ მკვლელობას. უპირველეს ყოვლისა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს.
აქვე უნდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ გიგა ოთხოზორიას ეს ცინიკური მკვლელობა არ არის ერთადერთი უბედურება, რაც დღეს აფხაზეთის მიწაზე ხდება. ბუნებრივია, ამ ფაქტს განსაკუთრებული ცინიზმი ახლდა, შოკისმომგვრელია ის გარემოება, რომ ეს მკვლელობა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩვენი მოქალაქეების თვალწინ მოხდა. სწორედ ცინიზმის ეს ფორმა და ქართული სახელმწიფოს სისუსტე გახდა დღეს საზოგადოების კრიტიკის საგანი, მაგრამ მინდა ყველამ ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ წლებში აფხაზეთში ასევე ადგილი აქვს ჩვენი მოქალაქეების მასობრივ დევნას.
არაერთი ადამიანი არის რეპრესირებული ოკუპანტი რეჟიმის მიერ მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ მათ ბრალი დაედოთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში. სისტემური ხასიათი აქვს ასეთი ადამიანების ჩაგვრას და შევიწროებას, საქართველოს ხელისუფლებას კი ისინი მიტოვებული ჰყავს სრულიად უყურადღებოდ.
- See more at:
http://www.fmabkhazia.com/news/16166-bacho...v.TjgqzJjK.dpuf http://www.fmabkhazia.com/news/16166-bacho...eli-pasuxs.html