რამოდენიმე თვის წინ, ელიტ-ელექტრონიქსის გლდანის ფილიალში შევიძინე სამსუნგის სმარტფონი. რამდენადაც ტელეფონის შეძენის მიზანს მისი საზღვარგარეთ გამოყენება წარმოადგენდა სპეციალურად ავარჩიეთ ელიტ-ელექტრონიქსი, რამდენადაც როგორც განგვიცხადეს საერთაშორისო გარანტიით ყიდდნენ მოცემულ მოდელს. ამ ოფისთან გვქონდა კორპორატიული ურთიერთობა და შესაბამისად კონსულტანტებსაც კარგად ვიცნობდით. ყიდვამდე კიდევ ერთხელ დავაზუსტებინეთ თუ ჰქონდა ტელეფონს საერთაშორისო გარანტია და იმუშავებდა თუ არა კონკრეტულ ევროპულ ქვეყანაში, რაზეც კონსულტანტი გავიდა საკითხავად და დაბრუნებულმა დაგვიდატურა, რომ ტელეფონი უპრობლემოდ იმუშავებდა.
მოკლედ, საზღვარგარეთ ტელეფონს ჰქონდა პრობლემა და ვერ იღებდა ინტერნეტს. ოპერატორთან მრავალი ვიზიტის შემდგომ ბოლოს მითხრეს რომ ქსელის ბრალი არ იყო და სავარაუდოდ ტელეფონს ჰქონდა პრობლემა. რამდენადაც თან მქონდა საგარანტიო წერილი, მივადექი სამსუნგის იქაურ ოფიციალურ სერვის ცენტრს, სადაც ელიტ-ელეტქრონიქსის საგარანტიო არ მიიღეს და ტელეფონიც არ შეამოწმეს.
საქართველოში დაბრუნების შემდგომ მივედი მაღაზიაში, საიდანაც გამიშვეს სამსუნგის ავტორიზებული სერვის ცენტრში - ფხოვის ქუჩაზე. იქ მისვლისას როცა ავუხსენი პრობლემა, ტელეფონისთვის არც შეუხედავთ, მითხრეს, რომ ტელეფონს ვერ შეამოწმებდნენ... საერთაშორისო გარანტიის ხსენებაზე კი გაეცინათ - ეგ თუ ელიტ-ელექტრონიქსში გითხრეს ე.ი. მოუტ ყუებიხართო.
გლდანის ოფისთან რამდენიმედღიანი დავის შემდგომ როგორც იქნა შევხვდი ელეტ-ელექტრონიქსის მომხმარებელთა მომსახურების განყოფილების უფროსს - ნინი დანელიას. ჩემ საქმეზე უკვე იცოდა, მითხრა რომ ტელეფონს ნამდვილად ჰქონდა საერთაშორისო გარანტია (!) და სავარაუდოდ საზღვარგარეთ ტელეფონის შემოწმებაზე არასწორად მითხრეს უარი. საბოლოოდ თქვა, რომ მიმწოდებელთან უნდა გაერკვია საკითხი, თუ მიმწოდებელი ნებას დართავდა ტელეფონს გამომიცვლიდნენ, თუ არადა სხვაგვარად დამეხმარებოდნენ პრობლემის მოგვარებაში. შევთანხმდით, რომ დღის ბოლომდე პასუხს მივიღებდი, რადგან საღამოს უკვე ფრენა მქონდა. საღამოს, გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე დაგვირეკა დანელიამ და ყველაფერი თქვა ზუსტად იმის საწინააღმდეგო, რაც რამდენიმე საათით ადრე (პირველი შეხვედრის დროს) ილაპარაკა, კერძოდ ის, რომ ტელეფონს არანაირი წუნი არ აქვს (თუმცა ტელეფონი არც ელიტ-ელექტრონიქსში და არც სამსუნგში არავის შეუმოწმებია), ტელეფონს არ აქვს საერთაშორისო გარანტია და თურმე არც არავინ შეგვპირებია ყიდვისას, რომ მას საერთაშორისო გარანტია ექნებოდა (როგორც დანელიამ აგვიხსნა ესაუბრა კონსულტანტს რომელმაც მოგვყიდა ტელეფონი, რომელსაც აუხსნეს, რომ თუ მან გასცა მსგავსი დაპირებები, მაშინ მას უნდა აენაზღაურებია ტელეფონის ღირებულება, კონსულტანტმა კი, რასაკვირველია, უარყო, რომ ტელეფონის საზღვარგარეთ გამოყენებაზე თუ საერთაშორისო გარანტიაზე ჰქონდა რაიმე ნათქვამი და შესაბამისად განაცხადა აღნიშნულს არ აღიარებდა მანამ, სანამ ჩვენ ამას მტკიცებულებით არ დავადასტურებდით).
მოკლედ, კომპანია რომელიც ასე ეპყრობა თავის მომხმარებელს (მათ შორის კორპორატიულ კლიენტებს) მყიდველს საერთოდ არ იმსახურებს. თუკი მაინც გადაწყვეტთ ელიტ-ელექტრონიქსში რაიმეს ყიდვას, გაითვალისწინეთ ჩემი გამოცდილება და წუნდებულ შენაძენთან დაკავშირებულ პრეტენზიაზე დროული რეაგირების ნაცვლად ელოდეთ არაკომპეტენტურობის, უპასუხისმგებლობის და უსინდისობის ქართული ბაზრისთვისაც კი იშვიათ ბუკეტს. ხო, კიდევ, კომპანია მტკიცებულებებს ითხოვს მისი რამდენიმე თანამშრომლის მიერ ნათქვამ ერთსა და იმავე შეპირებაზეც კი, ასე რომ მტკიცებულებების შექმნაც არ დაგავიწყდეთ : ))
This post has been edited by xorumi on 23 May 2016, 16:20