ენმ-ს წარმომადგენელი ზუგდიდის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გააძევეს
21:08 2016-05-23
სხდომა ამ დროისათვის დამთავრებულია და ხმების დათვლა მიმდინარეობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით ჯინჯოლავა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომიდან გააძევეს.
ჯინჯოლავას გაძევების შესახებ, გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, მირანდა მესხმა მიიღო. მიზეზად კი, ის ფაქტი დაასახელა, რომ ენმ-ს წევრი ხმაურისა და რეპლიკების გამო, კომისიას მუშაობის საშუალება არ ეძლევა.
როგორც სხდომაზე აღნიშნეს, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებას შეიძლება ხმების დათვლის პროცესისთვის ხელი შეეშალა.
შეგახსენებთ, რომ სხდომა ამ დროისათვის დამთავრებულია და ხმების დათვლა მიმდინარეობს.
http://www.newposts.ge/?l=G&id=108989-%E1%...%83%93%E1%83%98