ეს არის რეიტინგული ტელევიზიის შესაძლებლობების მაქსიმუმი? - მოდელირებული ნიუსების კეთება?
რით არ დაიღალეთ, არ უნდა დამთავრდეს ეს?
პარტიული ტვ გავიგე, მაგრამ სად გაგიგიათ სულ ტყუილებს ავრცელებდეს ტელეარხი?
ვეღარ უნდა გამოხვიდეთ ამ მოდელირებული რეალობიდან???
თქვენს მიმართ ნდობა არის 0!
http://m.geotimes.ge/news.php?news_id=23682საქართველოს მწვანეთა პარტია მარტვილის კანიონის სკანდალის გამო განცხადებას ავრცელებს:
"გუშინ, 19 მაისს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია გაავრცელა. თითქოს საქართველოს უნიკალური ბუნების ძეგლის, „მარტვილის კანიონის“ პრივატიზება და კერძო საკუთრებაში გადაცემაა დაგეგმილი.
მწვანეთა პარტიამ დეტალურად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და გვინდა მივმართოთ საქართველოს მოსახლეობას!
1. „მარტვილის კანიონს“ დაცული ტერიტორიის - ბუნების ძეგლის სახელმწიფო სტატუსი სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მიენიჭა, კანონით „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ (2013 წლის 20 ნოემბერი)!
საქართველოში მინიმუმ 5 კანონი კრძალავს დაცული ტერიტორიის, ტყის, წყლის ობიექტების კერძო საკუთრებაში გადაცემას! ეს კანონებია: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსი“, „წყლის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“.
დაცული ტერიტორია რომ კერძო საკუთრებაში გადავიდეს, ჯერ უნდა გაუქმდეს მისი სტატუსი, ბუნებრივ რესურსებს საქართველოში უნდა მოეხსნათ სახელმწიფო საკუთრება, უნდა დაიშვას ტყეებისა და მდინარეების პრივატიზაცია და ა.შ. რაც ბუნებრივი რესურსების მართვის პრინციპების თავდაყირა დაყენებასა და კონსტიტუციასთან წინააღმდგობაში მოყვანას ნიშნავს! გარდა ამისა, ამას დასჭირდება ჯერ პარლამენტის გადაწყვეტილება, ხოლო შემდგომ პრეზიდენტის დასტური!
აქედან გამომდინარე, "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არა მარტო აბსურდულია, არამედ შესასრულებლადაც შეუძლებელი! რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკვე აშკარაა, ტელეკომპანია "რუსთავი 2" ფაქტების დამახინჯებითა და რეალობის მოდელირებით ცდილობს მოსახლეობის ფსიქოლოგიურ დატერორებას, რისი ერთდერთი მიზანი არა მისი ქვედანაყოფის „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო არჩევნებში 5%-ანი ბარიერის გადალახვაა (რაც თვითონაც კარგად იციან, რომ შეუძლებელია), არამედ ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და ქაოსის შექმნაა!!
2. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს თუ ვის ინტერესებშია საქართველოში ასეთი პროცესების განვითრება, იმ ფონზე, როცა ევროკავშირთან და NATO-სთან ასე გააქტიურდა ურთიერთობები, როდესაც ქვეყანაში ხორციელდება მინიმუმ 4 უმნიშვნელოვანესი დასავლური ორიენტაციის გეოპოლიტიკური პროექტი:
• „აბრეშუმის ახალი გზა“, 40 მილიარდი $ ფონდით (საქართველოს რკინიგზისა და პორტების საშუალებით ევროპაში უნდა იმოძრაოს ჩინეთის, შუა აზიის და აზერბაიჯანის ტვირთებმა);
• „შახდენიზი 2“ რომლის საშუალებითაც, რუსეთის გვერდის ავლით 16 მილიარდი კუბ/მ აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზი საქართველოს გავლით ევროკავშირს უნდა მიეწოდოს (რომლის გარკვეული ნაწილი თურქეთსა და საქართველოში დარჩება);
• ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, დიდი გემებისთვის (მონაწილეობს აშშ-ს უმსხვილესი კომპანიები, რომელიც შესაძლებელია გახდეს რეგიონში არსებული ტვირთების ევროკავშირში გადაზიდვის მნიშვნელოვან ცენტრად);
• ძალაში შევიდა ევროკავშირთან „თავისუფალი ვაჭრობის“ შეთანხმება და ამავე თემაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინეთთან და აშშ-სთან, რაც პერსპექტივაში საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის 2,2 მილიარდი მოსახლეობის მქონე ბაზრის შეღავათიან პირობებში გახსნას ნიშნავს! და ა.შ.
ყოველივე ეს საქართველოს სწრაფი განვითარების, მაქსიმალური დაცულობისა, სოციალური და ტერიტორიული პრობლემების მოგვარების უალტერნატივო გარანტიაა, რაც რა თქმა უნდა ძალზედ აწუხებს, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და როგორც ზემოთქმულიდან ჩანს გულხელდაკრეფილი არ უყრებს საქართველოში მიმდინარე დადებით პროცესებს!
3. მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლობას სიფრთხილისკენ! ნუ გახდებით მართული საინფორმაციო საშუალებების მსხვერპლი, თქვენ თვითონ ხართ მოწმე თუ რამდენი ტკივილი და მსხვერპლი მოუტანა ჩვენ ქვეყანას სწორედ ასეთი მედიით გაბრიყვებულმა საზოგადოების ნაწილმა!
არ დაგავიწყდეთ, რომ ფაშიზმის პროპაგანდის „მამა" იოზეფ გებელსმა, რომელიც აცხადებდა, რომ „მომეცით საინფორმაციო საშუალებები და მე ნებისმიერ საზოგადოებას ღორების კოლტად ვაქცევ“ და „ტყუილი უნდა იყოს შოკისმომგვრელი", რა დონემდე მიიყვანა ერთ-ერთი ყველაზე კულტურული და განვითრებული ერი მსოფლიოში!", - ნათქვამია განცხადებაში.
ერთი-ერთში ჰგავხართ ამათ, ანალოგიური აზროვნება და მეთოდები
მიმაგრებული სურათი