გადავხედე და ატმებზე/ნექტარინებზე თემა არ არის
ატამის პოზიტივზე ალბათ საუბარი არც არის საჭირო - ყველამ ვიცით რა გემრიელი ხილია და როგორი მისწრებაა ცხელ ზაფხულში გრილი ატმით პირის ჩატკბარუნება
მაგრამ სხვა საქმეა დარგვა და მოვლა. როგორც ვიცი რთული საქმეა. სირთულეს ქმნის ისიც, რომ ეს მცენარე სულ რამდენიმე წელი ცოცხლობს. ამის გამო როგორც ვიცი გავრცელებულია ნამყენების გამოყვანა.
ნამყენებთან დაკავშირებით მოკლე სტატია ვნახე აგროკავკაზზე და შეგიძლიათ ნახოთ
http://agrokavkaz.ge/fermerta-skola/agvist...obis-thvea.htmlკიდევ ვეძებე მაგრამ სხვა ვერაფერი ვნახე ინფორმატიული. თუ გაქვთ ინფორმაცია როგორ ხდება დარგვა - ნერგებს შორის და რიგთაშორის მანძილები, როგორ უნდა მოვლა - გასხვლა, შეწამლვა და ა.შ. გაგვიზიარეთ.
პ.ს. პატარა მიწის ნაკვეთი მაქვს და დიდი ხანია ვფიქრობ რა გავაკეთო შიგნით. წლების წინ ატმები იდგა და როგორც ამბობენ ადგილობრივები კარგი მოსავალი ჰქონდა ხოლმე. ჰოდა თუ ცოტა დავკვალიანდები, ატმებს დავრგავ ალბათ. იმედია ეს თემა დამეხმარება ამ საქმეში მეც და ატმის გახარების სხვა მსურველსაც

ერთი კვირის წინ ლაგოდეხის რაიონში ვიყავი სტუმრად. გზად უამრავი ატმის პლანტაცია შემხვდა. ძალიან ლამაზი სანახავი იყო ერთნაირად გასხლულ-გამოყვანილი ნერგები.