მოკლედ მონიტორი რომ ჩამომივიდა AOC G2460PF 144Hz 1Ms AMD FreeSync და არ მახსოვს რომელი კვების კაბელი მოყვა და ავურიე სხვა კაბელებში და მაქვს 3 სხვადასხვა მაგრამ ერთნაირი ვიზუალის მონიტორის კაბელი და არ ვიცი რომელზე შევაერთო ამ ბოლო დროს იმდენი რაღაც დავწვი მეშინია ესეც არ ავაფეთქო, მერე იტყვიან 800 ლარი თოფში ჩადო და გაიროლა ამ ანო.
3 ვე კაბელი არის ერთნაირი ვიზუალის ფორმის და სიგრძის.
პირველს თავზე აწერია 13A 125V XINTAI XT-202 E316596 და არის ყველაზე სქელი
სიგრძეზე თეთრად E316601 (UL) SJT VW-1 105C გრადუსი 300V 3x1.31mm2(16AWG) Or C(UL) SJT FT2
მეორეს თავზე აწერია 10A 125V HONGLIN HL-002 E254927 და არის საშუალო სისქის
სიგრძეზე შავად E250127 (UL) SVT 3x18AWG(0.824mm2) 75C 300V VW-1 ..... C(UL) SVT 3x0.824mm2(18AWG) 75C 300V FT2 HONGLIN
მესამეს თავზე აწერია 10A 125V I-SHENG SP-305 E55943 და არის მეორე კაბელის სისქის
სიგრძეზე შავად აწერია (UL) E315167 SVT 105C გრადუსი 3X18AWG(0.824mm2) 300V VW-1 I-SHENG CSA LL81924 TYPE SVT 105C 3X0.824mm2(18AWG) 300V VW-1
ტელეფონით ვარ შიშით მონიტორს ვერ ვრთავ

იქნებ ვინმემ უცებ გამირკვიოთ კაცურად რომელი კაბელია რადგან მგონი პირველი დანარჩენი ორისგან განსხვავდება ეს გრადუსები ამპერები ვატები და დანარჩენის აზრზე არ ვარ რეებია...
მონიტორის მოდელია AOC G2460PF
მიმაგრებული სურათი