#47903774 · 24 May 2016, 17:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კაზინოს ცენტრში ყოფნა-არ ყოფნა არ არის მაგ შემთხვევაში გადამწყვეტი.... ონლაინ კაზინო/ტოტალიზატორებს არაფერში სჭირდება კაზინოს ცენტრში განთავსება
არც აკრძალვებია საჭირო. ეს ზომები რომ გაატარონ, საკმარისი იქნება:
1. კაზინო/ტოტალიზატორის ყველა მოთამაშე-საქართველოს მოქალაქის მონაცემები, რეგისტრაციისთანავე სავალდებულოდ უნდა გადაეცეს კრედიტინფოს. ტიპი რომ ამოხტება კაზინო/ტოტალიზატორში მოთამაშედ, იმის საქმე დამთავრებულია, ბანკი სესხს არ დაანახებს, უთოს განვადებასაც ვერ გააკეთებს
2. სამსახურში, განსაკუთრებით საჯარო სამსახურში, კრედიტინფოდან ცნობა უნდა მოსთხოვონ. აქაც, კაზინო/ტოტალიზატორში თუ ფიქსირდება, აკრძალული უნდა იყოს მისი დასაქმება. კერძო სტრუქტურები შეძლებისდაგვარად ამოწმებენ ამას, განსაკუთრებით ბანკები
3. სწრაფი გადახდის აპარატებში/ბანკებში უნდა აიკრძალოს კაზინო/ტოტალიზატორების ბალანსის შევსება, ასევე მოგებული თანხის განაღდება. ერთადერთი შესაძლებლობა მოთამაშეს უნდა ჰქონდეს კაზინო/ტოტალიზატორის ოფისში მისვლა. ამ შემთხვევაში არასრულწლოვანის თამაში გამოირცხიება, რადგან პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს თანხის შევსებაზეც და განაღდებაზეც.
4. როგორც სიგარეტზეა აკრძალული მასმედიაში რეკლამა, ეგრე უნდა აიკრძალოს კაზინო/ტოტალიზატორის რეკლამაც, მათ შორის ინტერნეტით, სოცქსელებში და ა.შ.
აი ეს 4 რაღაც რომ გატარდეს, რადიკალურად შემცირდება მოთამაშეთა რაოდენობა, საქართველოს მოქალაქეებს ვგულისხმობ. უცხოელებს თავში ქვა უხლიათ, ჩამოვიდნენ და ითამაშონ
This post has been edited by Asmeta1084 on 24 May 2016, 17:46
|