წლების წინ პატარა საზაფხულო ბანაკი გავაკეთეთ. წავიყვანეთ ქვემოქართლელი სომხები აზერები და ქართველები. ბავშვები.
10-დღიანი ბანაკი იყო და ბავშვებს სხვადასხვა პროგრამებით ვტვირთავდით. ერთხელ შემოქმედებითი საღამო გვქონდა და დავალება მივეცით ბავშვებს რომ სურვილის მიხედვით დაყოფილიყვნენ და მათი შესაძლებლობის მიხედვით წარმოედგინათ ნებისმიერი შემოქმედებითი აქტივობა.
ქართველები და სომხები ადვილად მოგვარდნენ ზოგმა იცეკვა ზოგმა თეატრალური პერფორმანსი დადგა.
აი აზერებმა არც აციეს არც აცხელეს და აზერბაიჯანის ჰიმნი შეასრულეს

ვხოვეთ აეხსნათ როგორ შეარჩიეს წარმოსადგენი ნომერი და ყველამ ერთდროულად ასე ახსნა - აზერბაიჯანი ჩვენი სამშობლოა გვიყვარს და გვენატრებაო.
ერთი ქართველი ჩემ გულში იჯდა და უთხრა - მერე წადით აქვეა ახლოში თუ ასე ძალიან გენატრებათო
უფროსობამ ცხადია სერიოზულად მივიღეთ ეს საკითხი და მომდევნო რამდენიმე დღე ტონკად ვუხსნიდით ყველას სამშობლოს და პატრიოტიზმის გაგებას, ვცდილობდით სწორი ორიენტირები დაგვეხატა მათთვის. მაგრამ ცხადია ჩვენი მცდელობა ვერაფერს გახდებოდა იმ ნაციონალური წარმოდგენების წინააღმდეგ რაც როგორც ჩანს ამ აზერ ბავშვებს ჰქონდათ ჩაბეჭდილი გონებაში.
ასეთ თემებზე სახელმწიფო უნდა მუშაობდეს ყველაიმართულებით - სპეცსამსახურები, დიპლომატია, განათლება, კულტურა და ა.შ.