როგორც იქნა რეზინები და ცირკაჩი მოვიცილეთ,ავირჩიეთ კარიერადამთავრებული ფეხბურთელი რომელმაც ნაკრებში ყველაზე მეტი თამაში ჩაატარა,იყო კაპიტანი,ბრწყინვალე საერთაშორისო კარიერა.
მოვიდა სუფთა ხელებით და სუფთა ფურცლიდან იწყებს,იმედი გვაქვს ყველას.
რას ველით კობისგან?
1)ვეტერანების დამსახურებულ პენსიაზე გაშვებას.
2)კობის და უფრო ახალგაზრდა,პროგრესულად მოაზროვნე ნიჭიერი ხალხის დაწინაურებას.
3)ეროვნული ჩემპიონატის ხარისხის გაუუმჯობესებას.
4)პირველ რიგში გუნდების შემცირებას.
5)სპონსორების მოძიებას,როგორც ჩემპიონატისთვის ისე კლუბებისთვის.
6)ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას.
7)სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ბავშვების გადასახადისგან განთავისუფლებას.
8)ბავშვთა ფეხბურთში კორუმპირებული ხალხის მოცილებას.
9)იმ მწვრთნელების გაშვებას ვინც ბსვშვებს ფულს სთოვს გუნდში ასაყვანად.
10)ნიჭიერი ბავშვებისთვის გზის გაკვალვას და არა დაბლოკვას იმის გამო რო უნიჭომ ფული გადაიხადა.
კიდევ ბევრია და თქვენც დაამატეთ რამე,მარტო მე რომ მიყურებთ