alfonsoსაბუთებში რას გულისხმობ?
ჯერ მიწა უნდა იყიდო, მერე პროექტი შეადგინო, ნებართვა აიღო და ააშენო
აქედან ყველაზე ძვირი ჯდება მიწის ყიდვა და მშენებლობა, პროექტი არ ღირს ძვირი, ნებართვა საერთოდ კაპიკებია (თუ რამე განსაკუთრებული ზონა არ არის)
60მ2-ზე ნებართვის ასაღებად სავარაუდოდ პროექტიც არ იქნება აუცილებელი (გააჩნია სად არის ტერიტორია), თუმცა მშენებლობისთვის კონსტრუქციული ნაწილი მაინც დაგჭირდება, მშენებელს ხომ უნდა უთხრა სად რა ზომის კედელი უნდა ამოიყვანოს, რამდენი არმატურა გამოიყენოს და ა.შ. ანუ ხარჯთაღრიცხვისთვის ეგ ყველაფერი საჭიროა მაინც...