#47912308 · 25 May 2016, 17:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაუაზრებელი ადამიანი ვერ ხვდება, თუ რას ნიშნავს აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული საზოგადოება, ეკონომიკური ქაოსი, რომელიც გარს გვაკრავს, ან რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ქაოსმა. ვერ ხვდება, რომ ის თავისნაირ იმედდაკარგულ, გაბოროტებულ თანამოძმეთა შორის იმყოფება. ამრიგად, ყალიბდება საზოგადოება, სადაც კრიმინალის გარეშე, ვერავითარ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვან და ყოველივე ეს უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გრძელდება.
თუ ინდივიდმა ამ ძარცვის ორგიაში საკუთარი ადგილი ვერ მონახა, მას უჩნდება აზრი, რომ ის უხეიროა, რომ არაფერი შეუძლია. ეს აზრი არაცნობიერში დაბეჯითებით, მეთოდურად მყარდება. არაცნობიერში ჩნდება ფრაზა: ყველაფერი უაზრობაა! არავის ენდო! ქმედებას აზრი არა აქვს.
--------------------
უბანში რო სასტავი იკრიბება სათამაშოდ მეკარე რო დააკლდებათ და ვიღაც ტუფლებიან კაცს იმატებენ ლიჟბი რიცხობრივი ნაკლებობა არ იყოს, აი ეგ კაცია ჩვენი ნაკრები.
|