მაგარი სტრანობები მჭირს და ცვალებადი ხასიათები, თითოეული ფაზა საშუალოდ 1,2 ან 3 თვე გრძელდება
პირველ ფაზაში ენერგიის მოზღვავება მემართება და ბედნიერების ჰორმონები მძლავრობს ჩემში და ყველაფერი მეხალისება, ამ დროს ყველანაირ უსიამოვნებას მშვიდად ვაგვარებ ხოლმე.
მეორე ფაზაში კიდევ სრულიად ნეიტრალური ვხდები და უშფოთველი, ასეთ დროს ადამიანებთან ხშირი კონტაქტიც მკიდია და ფილმების ყურებით ან კითხვით ვირთობ თავს, თუმცა ამ ფაზაში ბევრად დალაგებული და ბევრად სწორად მოაზროვნე ვხდები ხოლმე.
მესამე ფაზა ყველაზე აგრესიული მაქვს, ამ დროს თითქოს შარს ვეძებ, შეიძლება პატარა მიზეზზეც ავუკაჩავდე ადამიანს და ჩხუბშიც ჩხუბში გადაიზარდოს ბოლოს, არ მერიდება არავისთვის არაფრის თქმა და ამ პერიოდში თითქოს არაფრის არ მეშინია
საბოლოოდ რასთან მაქვს საქმე ექსპერტცი?
შიზოფრენიის ნიშნებია ვითომ?