მიმდინარე სეზონზე ტურისტულმა სააგენტომ „ბონა თრაველ“ განაახლა პარაშუტით ხტომის ექსკლუზიური ტური ლიტვაში.
BONA JUMP - თვითმფრინავიდან პარაშუტით ხტომის განუმეორებელი შეგრძნება. სიმაღლე - 4 000 მეტრი, თავისუფალი ვარდნის ხანგრძლივობა - 60 წამამდე, ვარდნის სიჩქარე ~ 250 კმ/სთ.
Bona Travel, უკვე მეორე წელია, მომხმარებელს სთავაზობს უპრეცენდენტო, ყველაზე ექსტრემალურ პარაშუტით ხტომის სამ და ოთხ-დღიან ტურებს ლიტვაში. ტური გულისხმობს სრულ ტურისტულ მომსახურებას: ავიაბილეთებს, ტრანსფერებს, სასტუმროში განთავსებას, პარაშუტით ხტომას, დაზღვევასა და სავიზო მხარდაჭერას.
ტურისტული კომპანია შპს "ბონა თრაველ" დაარსდა 2013 წელს.
დღეისათვის სააგენტო პარაშუტით ხტომის ექსკლუზიურ ტურთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: საგზურებს მსოფლიოს თითქმის ყველა მიმართულებით, შიდა ტურებს, კორპორატიულ ტურებს, ავიაბილეთებს, სასტუმროს ჯავშანს, სამოგზაურო დაზღვევას, საერთაშორისო სიმ-ბარათებს, სავიზო მხარდაჭერას...
კომპანიის ამოსავალი წერტილია ხარისხი, ინოვაცია და მრავალფეროვნება.
Bona Travel-ის პრიორიტეტია, თითოეული მომხმარებელი იყოს კმაყოფილი შეთავაზებული მომსახურებით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://abroad.bonatravel.ge/BonaJump
მიმაგრებული სურათი