ჩვემს ბავშვს აქვს უკვე მეცხრე თვეა ცხვირზე პრობლემა.
წლის და 8 თვის არის უკვე და 9 თვეა ცხვირიდან ვერ სუნთქავს, ბევრ პედიატრთან და ყელყურთან მყავდა, ხან რა ანტიბიოტიკები ასვეს ხან რა, ბაქტერიული ანალიზიც გაგვაკეთებინეს მაგრამ შედეგი არ აქვს.
რამდენი ფული დავხარჯე მაგას აღარ ვითვლი და არც ვჩივი. უბრალოდ მეც ძალიან დავიღალე და ბავშვიც დაიტანჯა. თან როგორც წავიკითხე ცხვირით არ სუნთქვა ძალიან ბევრ სხვა პრობლემებს იწვევს.
იქნებ ვინმემ მირჩიოთ რამე ან ვინმე ვისთან შეიძლება მივიყვანო. ან ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი პრობლემა და როგორ მოარჩინეთ.
სხვებს, არ მოვაბეზრებთ თავს.....