არ ვიცი როგორ გტხოვოტ თქვენი თავი გაგჭირვებიატ ბევრს, მარა სიკვდილს არ შევატოვოტ ეს ანგელოზი ბავშვი, როგორმე დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, გინდა მხოლოდ ფბზე გავაზიაროტ.
გიო მოკვდება ტუ ზურგი ვაქციეთ, მას ხომ არავინ იცნობს და ასეტები, სამწუხაროდ, სასიკვდილოდ არიან განწირულები, მაშინ როდესაც ცნობილ სახეებს, ვისაც გარდერობში 1000 დოლარიანი ნივტები უდევს(რაც უბრალო მოკვდავტ მე და თქვენ ბევრს არ დაგვესიზმრება, მომიტევეტ ამას რომ ვამბობ მარა სამართლიანობა მოითხოვს ეს აღვნიშნო ამ დროს) მთელი საქარტველო ეხმარება.
ამ პატარა ლამაზმა ბიჭმა რა დააშავა, არავინ რომ არ იცნობს?!
წერია რომ სულ 900 ევროა საჭირო, როგორ ფიქრობტ მართალია? მხოლოდ 900 ევრო უშველის? ნამდვილად საეჭვოა ამას მხოლოდ 900 ევრო უშველის, ვინც მეტი იციტ გტხოვტ დაწერეტ
ვისაც როგორ შეგვიძლია ეგებ რამე ვქნატ, თუნდაც მხოლოდ გაზიარება იყოს FBზე. ზოგს ბევრი მეგობრები გყავტ და ბევრი ნახავს. არ მივატოვოტ ეს ბავშვი. უბედურებამ მდიდარი და ღარიბი არ იცის.
ასევე ,ეგებ, დავდოტ აქვე ლინკები სადაც ამ ბავშვზე ინფორმაციას განვატავსებტ და მერე შევესიოტ რომ როგორმე ავამოძრაოტ ეგ თახსირები.
დავიტ სერგეენკო ვერ ვიპოვე ფბზე
ჯანადაცვის სამინისტროს გვზე კი ვდებ ტექსტს
ამ ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება 900 ევროს წამალი, დავეხმაროთ
http://www.kvirispalitra.ge/public/31333-q...ovoq.html?add=1(და ვუთითებ საიტს)
გტხოვ ტ თქვენც როგორ შეგიძლიატ ბობოლების და პარლამენტარების და მტავრობის კედლებზე განატავსეტ იგივე, 10 და ასი რომ დაწერს იმედია მიხედავენ, ტორემ მართლა მხოლოდ 900 ევრო რომ იყოს ბოლობოლო სულაც მე გადავურიცხავდი , მიუხედავად იმისა ჩემს გარდერობში ღირებული სრულიად არაფერია.
"იქნებ, სასწაული მოხდეს და წამლის ფული როგორმე ვიშოვო"
03-09-2016
რამდენიმე თვის წინ ისეთი ლამაზი ბიჭის ტკივილზე დავწერე, მისი გახსენებისას მეც მტკივა. მას შემდეგ სულ მინდოდა, დედამისთან დამერეკა და მომეკითხა, - გიორგი როგორ არის-მეთქი, მაგრამ მეშინოდა, რომ კარგს ვერაფერს გავიგებდი.
ამ პატარა ბიჭს პანეცეფალიტი სჭირს, უსაშინლესი ინფექცია, რომელიც აუცრელობის შემთხვევაში ბავშვის წითელათი დაავადებისას თავის ტვინში იბუდებს, მოზრდილობისას იღვიძებს და ტვინს მთლიანად ჭამს. იმჟამად, როცა პირველად შევხვდი, გიორგი ჯერ კიდევ ფეხზე დადიოდა და იშვიათად ითიშებოდა, თავის დედ-მამს და ძმებს სცნობდა.; მის უბედურ დედას კი შვილის გადარჩენის ერთადერთი შანსი ჰქონდა, - დონორი უნდა მოეძიებინა ბავშვის ტვინში ჯანმრთელი ღეროვანი უჯრედების გადასანერგად, რათა ჯანმრთელ უჯრედებს ავადმყოფი უჯრედები ჩაენაცვლებინათ და ბავშვი გამოჯანმრთელებულიყო. მერე გავიგე, რომ დონორის ძიებაც უეფექტო აღმოჩნდა... ამ ცოტა ხნის წინ, ქალბატონი ირინა დამიკავშირდა, ტიროდა, მიშველეთ, მგონი, გიორგის საშველს მივაგენი, მაგრამ ახლა როცა მის მკურნალობაში ყველაფერი გავყიდე ამ წამლის ფული აღარ მაქვსო. მისი თქმით ამ საშუალებამ გიორგი მოდებაძის თანატოლი უკვე გადაარჩინა სურამში,
ირინა ქობულაძე, გიორგი მოდებაძის დედა:
- ეს დღე კოშმარად დამრჩა, - სკოლიდან მოსულმა ჩემმა შვილმა წიგნი გადაშალა და უცებ პირველკლასელივით დამარცვლით დაიწყო კითხვა, ეს იმ დროს, როცა მხატვრული ლიტერატურის ტომები აქვს წაკითხული. შიშმა ამიტანა, - რა არის, შვილო, როდის იყო ასე კითხულობდი-მეთქი! მხრები აიჩეჩა და გამიღიმა. მეც დავივიწყე ეს ამბავი, რადგან აღარ განმეორებულა. თუმცა ცოტა ხანში მივხვდი, რომ ვეღარც წაკითხულს იმახსოვრებდა. ერთ დღესაც ჩემი შვილი საშინელ სიცივეში ქურთუკისა და ჩანთის გარეშე დაბრუნდა სკოლიდან. ვკითხე, სად დატოვე-მეთქი? დამავიწყდა, იმიტომ რომ ძალიან მეძინებოდაო... მაშინვე იაშვილში წავიყვანე. მითხრეს, ტომოგრამა უნდა გადავუღოთ, თავის ტვინში რაიმე პათოლოგია ხომ არ ფიქსირდებაო, მაგრამ გადაიღეს და მომილოცეს, არანაირი პათოლოგია არა აქვსო...
მაგრამ მერე ჩემი ბიჭის მდგომარეობა გართულდა, ხელიდან ნივთები უვარდებოდა, ვეღარ იჭერდა და ანალიზები უკვე გერმანიაში გავგზავნეთ... ასე გავიგე რა უბედურებაც მჭირდა...
- დღეს რა მდგომარეობაშია ბავშვი?
- ამ დაავადებას ბავშვის გათიშვა ახასიათებს და ჩემი შვილიც გაითიშა. თვალები აქვს დახუჭული და ვეღარავის გვცნობს. ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია; მაგრამ ვიდრე ვიცოცხლებ, ამას არ შევეგუები და გიორგის გადარჩენას ვეცდები. ტვინში ღეროვან უჯრედების გადანერგვაზე უარი რომ მითხრეს, მაშინ ვთქვი, მაინც არ გავჩერდები, შეუძლებელია ჩემი გიორგი ღმერთმა ასე გაწიროს-მეთქი. ასე დავადექი ერთ დღეს გზას სურამისაკენ, სადაც ჩემი შვილის ავადმყოფობით შეპყრობილი თანატოლი ცხოვრობს. გიორგიც საკაცით მყავდა თან, ოჯახმა არაფრით გამომიშვა და ბავშვი სახლში შეიყვანეს. ამ ოჯახში ასეთივე დაავადებით შეპყრობილი ბიჭი, დათო დეკანოიძე ცხოვრობს. მისმა დედამ სიკვდილს ისე გადაარჩინა, რომ ინდოეთში მოძებნა ექიმი, რომელიც თავის ტვინში უჯრედებს სასიკვდილო ბაქტერიებისგან ათავისუფლებს. მისი ბიჭი იმან გადაარჩინა, რომ დედა ინდოელ ექიმს ენდო. ეს ოჯახი ყოველთვე იღებს წამალს ინდოელი პროფესორისგან. შედეგი ის არის, რომ დათომ მუდამ დახუჭული თვალები გაახილა და როცა მანამდე ლოგინზე რამდენიმე თვის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა, ახლა დედას მკერდზე ეყრდნობა. მაგრამ ეს წამალი 900 ევრო ღირს. სამწუხაროა, რომ ყველაფერი უკვე გავყიდე და ამჟამად ფულის შეგროვება არ შემიძლია. თუმცა ღვთის იმედი მაქვს, იქნებ, ისეთი სასწაული მოხდეს, რომ წამლის ფული როგორმე ვიშოვო.
მათთვის, ვისაც დახმარების სურვილი გაუჩნდება, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს.
ლიბერთი ბანკი. ანგარიში:
GE79LB0711196350689000.
მიმღები ბანკის SWIFT კოდი LBRTGE22
მიმღები: გაგა მოდებაძე (პ/ნ 54001002090) ტ: 557 23 32 33
http://www.kvirispalitra.ge/public/31333-q...ovoq.html?add=1 * * *
ამ ულამაზეს ბავშვს დავეხმაროთ , გთხოვთ , ფულიტ თუ არა, Fბზე გავაზიაროთ მაინც, ეგ ხომ მაინც შეგიძლიათ
მიმაგრებული სურათი
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)