#48604848 · 18 Aug 2016, 10:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ძილის წინ მოფსმა კონსტიტუციით იქნება გარანტირებული".
ყველას გქონიათ შემთხვევა, როცა ღამით მოშარდვის შეგრძნებას გავუღვიძებივართ და შემდეგ ვეღარ დაგვიძინია. ზოგჯერ, ისე დაგვზარებია მოსაშარდავად გასვლა (განსაკუთრებით სტუმრად ყოფნისას, კურორტებზე ან სოფელში), რომ შარდი დილამდე შეგვიკავებია, გვიტანჯია საკუთარი სხეული და ზოგჯერ შარდის ბუშტი ან თირკმელებიც კი დაგვიზიანებია. აღწერილია შემთხვევები, როცა მძინარეს ლოგინში მოუშარდავს, საბანი გადაუხდია და სველი საცვლები პნევმონიის (ფილტვების ანთება) მიზეზი გამხდარა.
ამ და მრავალი სხვა ფაქტის გათვალისწინებით, ექიმთა მსოფლიო არტელის საქართველოს ფილიალი აქვეყნებს ძილის წინ მოუფსმელად დაძინებით გამოწვეულ დაავადებათა სიას (მათ შორისაა უძილობა, აგრესიული აღზნებადობა, სხვადასხვა სახის ნევროზი, პნევმონია, ნეფრიტი, შარდის ბუშტის ანთება, კენჭი თირკმელებში, შარდ-სასქესესო გზების ინფიცირება,..), მათი მკურნალობის ხარჯების ეკონომიკურ დასაბუთებას და საყოველთაო დაზღვევის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტის სალდოს და შემოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში გაკეთდეს ჩანაწერი, რითაც საქართველოს მოქალაქეებისა და ვიზიტორებისათვის გარანტირებული და დავალდებული იქნება დილისა და საღამოს ტუალეტის პროცედურები. შესაბამისი ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ კოდექსშიც და ძილის წინ და შემდეგ მოშარდვაზე უარის თქმა საფუძველი იქნება ფულადი ჯარიმის გამოწერისთვის. პირველ შემთხვევაში 10 ლარი, განმეორების შემთხვევაში 20, 1 თვის განმავლობაში მესამე შემთხვევისას 50 ლარი. ურჩ გადამხდელებს იძულებით დაენიშნებათ შარდმდენი საშუალებები.
ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია მეტროს სადგურებთან, ავტობუსის გაჩერებებზე და საზოგადოებრივი ტუალეტების შესასვლელებთან.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|