მინდა გაგიზიაროთ ჩემი მცირეოდენი გამოცდილება.
სანამ დავიწყებდი დემოზე ოპერაციების განხორციელებას, არსიდან, ტერმინებიდან, ტაქტიკის შერჩევიდან გამომდინარე თეორიულ მხარეში გარკვევა ვცადე და მხოლოდ მას შემდეგ უკვე პლატფორმაზე, საცდელი ვერსიის მეშვეობით დავიწყე თავის გამოცდა.
არ არის მარტივი პროცესი, ამას ვერავინ იტყვის...ეს არ არის კაზინო. აქ საჭიროა აზროვნება, მონდომება, მოთმინება, ინტერესის გამოვლენა, საქმეზე სერიოზულად მოკიდება. უნდა დაივიწყოთ აზარტი და ოცნება, რომ მოიგებთ მილიონებს.
თუ ისწავლით ცოტაოდენით დაკმაყოფილებას, მოიგებთ მეტს...მაგრამ თუ პრეტენზია ერთბაშად დიდ მოგებებზე გექნებათ, წააგებთ იმასაც, რაც გაქვთ.
მეტატრეიდერი გადმოვწერე www.destekmarkets.com <==== ამ ვებ-გვერდიდან. შემდეგ, უკვე როდესაც თავი მზად ვიგრძენი რეალური ანგარიშის გასახსნელად, უკვე გადავედი საბროკერო კომპანიის არჩევაზე. მათ შორის ამ ვებ-გვერდზეც დავუკავშირდი ოპერატორს. როგორც მივხვდი და როგორც საიტზეა მითითებული, წარმოადგენს ახალ ზელანდიაში ლიცენზირებულ კომპანიას, რომელიც თურქეთში, იტალიაში, მალტაში, ჩინეთში, ზელანდიაში და სხვ. ქვეყნებში მოღვაწეობს. თავდაპირველად ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ოპერატორს დავეკონტაქტე, შემდეგ კი ქართულად მოსაუბრესაც დამაკავშირეს.
ანგარიში გავხსენი საკმაოდ მცირე, 100 დოლარის მოცულობით და ამის მიუხედავად საკმაოდ მისაღები პირობები შემომთავაზეს. გამეხსნა პრო ანგარიში, სადაც სპრედი 0.8 და შეტანილი თანხის 100 %-მდე ბონუსი შემომთავაზეს, დაახლოებით ასე: 100 დოლარზე 100%-ანი ბონუსი 100 დოლარი, 500 დოლარზე 40 %-ანი ბონუსი 200 დოლარი, უფრო მაღალ თანხებზე კი შეტანილი თანხის 20 %, რაც ჩემთვის საკმაოდ მისაღები იყო. საკრედიტო მხარი 1:500 აქვთ.
ვინაიდან 100 დოლარით შევედი ბაზარზე, welcome bonus მომცეს, 100 დოლარი. ოპერაციების განხორციელება 0.1 ლოტით დავიწყე, შესაბამისად წაგების შემთხვევაშიც ხელიდან ერთბაშად არ მეცლებოდა თანხა. ასევე სანამ ოპერაციას ვანხორციელებდი, ვრეკავდი ოფისში ფუნდამენტალური ანალიზის მისაღებად. მომსახურება ინგლისურ, იტალიურ, თურქულ, ჩინურ, რუსულ და ქართულ ენებზე ქონიათ. ანალიტიკოსების სავარაუდო პროგნოზის მოსმენის შემდეგ უკვე ვხსნიდი პოზიციას. არ გავმდიდრებულვარ და არც მქონია ამბიცია გამდიდრებაზე, მაგრამ რაღაც დოზით გამომუშავებაც დავიწყე. ასევე მნიშვნელოვანია stop loss da take profit არ დაგავიწყდეთ. ჩემთვის ეს ძალიან მოსახერხებელია, როდესაც რამოდენიმე პოზიციას ვხსნი და მცირე ლოტებით შევდივარ, ყველაზე მუდმივად თვალის დევნება ხანდახან მიჭირს, შესაბამისად ამ სახით თავის დაზღვევისას თავს მშვიდად ვგრძნობ. თვითონ ვადგენ სადამდე შემიძლია წავაგო და რამდენის გაქაჩვა შემიძლია.
მოკლედ თუ ჩაუჯდები, საინტერესოც არის, მიმზიდველიც, მაგრამ არ არის მარტივი! ამიტომ სანამ დაიწყებთ, გაითვალისწინეთ რომ ამ ყველაფერზე დროის დათმობა მოგიწევთ.
თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, რითიც შემიძლია დაგეხმარებით
წარმატებები ყველას.
This post has been edited by sole22 on 26 May 2016, 15:37