#48097499 · 15 Jun 2016, 15:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ვფიქრობ რომ რეალობას სჭირდება გაცილებით კომპლექსური მიდგომა რომ საშუალება მოგვეცეს საკუთარი თავის გაუმჯობესების და უკეთესი მომავლის შექმნის. რა თქმა უნდა, ადამიანი მხოლოდ ქალად და კაცად არ იყოფა, მაგრამ მაინც არსებობს ზოგადი კაცური და ქალური ფსიქოლოგია.. მიმაჩნია, რომ ორივე უნიკალურია, ამიტომ სექსისტი არ ვარ ))
მოდით ამ თემაში კაცებმა ქალებს, ქალებმა კი კაცებს გავუზიაროთ ჩვენი დადებითი მხარეები რომელსაც ვიყენებთ უფრო მრავალფეროვანი მომავლის შექმნისათვის..
თანამეწყვილე ბევრს არ ჰყავს, მით უმეტეს, ქალაქში (სადაც 17 წლის არ ქორწინდებიან) მცხოვრებს და ამიტომ საინტერესო იქნებოდა სანამ მეწყვილეს ნახავდეს ადამიანი შეეძლოს მოპირდაპირე სქესისგან სასარგებლო ინფორმაციის მიღება.
მაგალითად, რას აკეთებთ ქალები როდესაც გინდათ, რომ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რაიმის შეცვლისათვის მოტივაცია აიმაღლოთ? საიდან მოდის მოტივაცია თქვენთვის? უფრო ემოციურია, ალბათ, ეგ მოტივაციის წყარო და ამიტომ მაინტერესებს რა ტიპის ემოციებთანაა კავშირში ))
--------------------
Nature time
|