"სასამართლოს ამოეწურა ყველანაირი ვადა"- ადვოკატებს კაბელების საქმის განაჩენს არ აძლევენ
ე.წ. კაბელების საქმის განაჩენი, რომლის გადაცემის ვადა დაცვის მხარისთვის დღეს იწურებოდა, ადვოკატებს ამ დრომდე არ მიუღიათ. "პირველ რადიოსთან" საუბარში ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს ყველანაირი ვადა ამოეწურა, რატომ არ გადაეცა განაჩენი დაცვის მხარეს მისთვის უცნობია, ვინაიდან მოსამართლის აპარატში მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. სამუშია ამბობს, რომ ამ ქმედებით მათ გასაჩივრების უფლება ეზღუდებათ:
"დღეს, სასამართლოს ამოეწურა განაჩენის გამოდმცემის ვადა 10-ის ნახევარზე, ვინაიდან კანონი ადგენს 2 კვირიან ვადას. ამ შემთხვევაში განაჩენი გამოტანილ იქნა 16 მაისს 10-ის ნახევარზე, შესაბამისად ყველანაირი ვადა სასამართლოს ამ დროს ამოეწურა. დღეს, დაახლოებით 11-ის 20 წუთზე გამოვცხადდი საქალაქო სასამართლოში, ვრეკავ მოსამართლის აპარატში, როგორც მობილურით, ასევე შიდა ტელეფონით, არავინ ჩემს ზარს არ პასუხობს. დამატებით კიდევ მიმვმართავ განცხადებით, რომ შეასრულოს კანონის მოთხოვნა, ვინაიდან ჩვემ უკვე 19 მაისს მოვმართეთ და შევახსენეთ, რომ 30 მაისს 10 საათზე გასდიოდა მას ვადა, რომ განაჩენი გადმოეცა.
გავასაჩივრეთ განაჩენი, რომელიც არ გადმოგვცემია. ამას აქვს ვადები, ანუ სასამართლოს აქვს თავისი ვადა, ხოლო დაცვის მხარეს ამ შემთხვევაში და პირს, რომელიც ასაჩივრებს, აქვს თავისი ვადა. ვადები ამოწურული აქვს სასამართლოს და არის ჩვენი ვადები ჩართული, საიდანაც ჩვენ უნდა გვქონდეს გასაჩივრების საშუალება, ხოლო როდესაც არ გვაქვს გადმოცემული გვეზღუდება საჩივრის დაწერა კანონით დადგენილ ვადებში და შესაბამისად ვითხოვთ სასამართლოდან მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილიდან ის მაინც გააკეთოს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის მოთხოვნა შეასრულოს და გადმოგვცეს დადგენილ ვადებში განაჩენი, თუმცა, დადგენილი ვადები უკვე გასულია",- განუცხადა ლევან სამუშიამ "პირველ რადიოს".
http://pirveliradio.ge/?newsid=67477სასამართლო კი არა ნაგავია, ბიძინას ჯიბის კანტორა და ჯიბის მოსამართლეები