აიბღა — ორად გაყოფილი სოფელი საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტსა და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის სოჭის რაიონში.
გეოგრაფიასოფელი მდებარეობს მდინარე ფსოუს ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 840 მ სიმაღლეზე და სახელმწიფო საზღვრით იყოფა ორ ნაწილად, მარჯვენა მხარე ეკუთვნის რუსეთს, ხოლო მარცხენა მხარე საქართველოს.
სადაო ტერიტორიააიბღა დღემდე წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს სადავო ტერიტორიას, თავის დროზე საზღვრის დელიმიტაციის რუსულ-ქართული კომისიის სხდომებზე საკითხი იყო დასმული მდ. ფსოუს მარცხენა ნაპირზე მდებარე ამ სოფლის უბნის რუსეთისთვის მიკუთვნების თაობაზე. ამ დროს ქართულმა მხარემ გამოიჩინა კატეგორიული პოზიცია და სოფლის ეს მხარე ისევ საქართველოს (აფხაზეთის) ნაწილად მოიაზრებოდა. საქართველოს ამ პოზიციის გამო აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ არაოფიციალური ფორმით მადლობაც გადაუხადა ქართულ მხარეს.
2011 წლის ივნისში რუსეთის ფედერაციის ადლერის რაიონის სამართალდამცავები სოფელ აიბღაში იმყოფებოდნენ, იქ რუსული სამართალდამცველი და ადმინისტრაციული სტრუქტურების დამკვიდრების მიზნით, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის შექმნაა. აღნიშნული ქმედება ფასდება, როგორც საერთაშორისო სამართლით ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილის პირდაპირი ანექსია. რუსეთის მხარე ამას „სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების გაძლიერების“ საბაბით ხსნის.
2011 წლის ოქტომბერში გაგრის მუნიციპალიტეტის დაბა განთიადში რუსი „მესაზღვრეებისთვის“ აშენებული ქალაქის ექსპლუატაციაში შესვლის საზეიმო ცერემონია გაიმართა. „ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენლების ვარაუდით რუსი „მესაზღვრეები“ შეიარაღებული აფხაზი „პატრიოტების“ მხრიდან სოფელ აიბღას დასაცავად ემზადებიან.
გარდა სამხედრო დატვირთვისა, რუსეთის ინტერესები სოფელ აიბღაში განპირობებულია იმით, რომ იგი მდიდარია ტყითა და სასარგებლო წიაღისეულით, კერძოდ, მარმარილოთი.სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი აღიარებს, რომ რუსეთი სოფელ აიბღას ისაკუთრებსმოსკოვში მიმდინარე კონსულტაციებმა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის მომავალში ნდობით ურთიერთობებს უნდა ჩაუყარონ საფუძველი. აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირინა აგრბა. მისივე თქმით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი აუცილებელი და მნიშვნელოვანია სოჭში დაგეგმილი ოლიმპიადის გამოც.
"სოფელი აიბღა ჩვენს მხარეს მდებარეობს და გეოგრაფიულადაც და ისტორიულადაც აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ პროექტში კი სოფელი რუსეთისთვისაა მიკუთვნებული", _ აცხადებს აგრბა და დასძენს, რომ აფხაზეთის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საზღვარი გავიდეს მდინარე ფსოუზე ანუ აფხაზეთის ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკის არსებული საზღვრების ფარგლებში.
აფხაზური ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირინა აგრბა აღიარებს, რომ მოლაპარაკებებზე "იკვეთება რუსული მხარის სურვილის არქონა მალევე მიიღონ აფხაზეთის პოზიცია".
ამავე დროს აგრბამ აღნიშნა, რომ "იმ შემთხვევაში თუკი წარსულს ძალიან ჩავუღრმავდებით, შესაძლოა ჩიხშიც შევიდეთ, იქიდან კი ძალიან რთული იქნება თავის დაღწევა, როგორც აფხაზური ასევე რუსული მხარეებისათვის", _ აცხადებს აგრბა.

Uploaded with
ImageShack.us This post has been edited by heart on 3 Jan 2012, 05:11