ონლაინ ჩემპიონატი პეს 2017-ში 200 ლარიანი საპრიზო ფონდით!
რეგისტრაცია ფეისბუქ გვერდზე
https://www.facebook.com/groups/609084472622350/რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი
1.1 რეგისტრაცია იწარმოებს 18.05 დან 22.05 ჩათვლით
1.2 ტურნირი დაიწყება 22 მაისს 18:00 საათზე.
1.3 დაგვიანებული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ტურნირის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში ანუ ბოლო ვადა იქნება 25 მაისი 18:00 სთ.
1.4 ვწერთ ჩვენს ონლაინ ნიკს სარეგისტრაციო პოსტში ფეისბუქ გვერდზე
https://www.facebook.com/groups/609084472622350/თუ რეგისტრაციის გავლის შემდეგ მონაწილე გაუფრთხილებლად გამოავლენს პასიურობას ანუ არ ითამაშებს მატჩებს მაშინ ეს მოთამაშე მოიხსნება ტურნირიდან და არ დაიშვება შემდეგ ტურნირზე. პლეიოფის ეტაპზე არ გამოცხადების შემთხვევაში მოთამაშე ვერ მიიღებს პრიზს.
1.5 ტურნირი იმართება ლიგა + პლეი-ოფის პრინციპით
1.6 საპრიზო ფონდი შეადგენს 200 ლარს,რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება:
1 ადგილი - 100 2 ადგილი - 50 3 ადგილი - 30 4 ადგილი - 20
1.7 ლიგა გაიმართება 22.05.2017 – 1.06.2017 ჩათვლით.ლიგის ბოლო მატჩის შედეგი მიიღება 1.06.2017 და მიუხედავად იმისა თუ ვინ რამდენი მატჩი ჩაატარა შეჯამდება ქულები და განაწილდება ადგილები და ამ დროისათვის გამოქვეყნებული ცხრილი იქნება საბოლოო ლიგისათვის.
1.8 ლიგაში ადგილები განაწილდება შემდეგნაირად:
1.მეტი ქულა 2. ურთიერთშეხვედრები 3. ბურთების სხვაობა ურთიერთშეხვედრებში 4. საერთო ბურთების სხვაობა
1.9 ტურნირში შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი გუნდი და შეგიძლიათ შეცვაოლთ ის ნებისმიერი მატჩის წინ.
1.10 ლიგაში გასული 1-16 ადგილი გაითამაშებენ პლეი-ოფს ( 1-16, 2-15, 3-14 და ა.შ. პრინციპით.შემდეგი ეტაპები ჩოგბურთის ბადის განთესვის პრინციპით)
1.11 ლიგაში და ასევე პლეი-ოფშიც ვთამაშობთ ორ თამაშს (გასვლა სახლის პრინციპი არ მოქმედებს)
1.12 პლეი-ოფში ორივე ფრის შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი მესამე მატჩი (5 წუთიანი,პენალტებით)
1.13 პლეი-ოფი: პლეიოფის ნოკაუტ სისტემის ცხრილი გამოქვეყნებული იქნება 2 ივნისს და 2-3 ივნისს შეგეძლებათ ითამაშოთ ნებისმიერ დროს შეთანხმებისამებრ
1.14 პლეი-ოფი: 4 ივნისის გრაფიკი
ნებისმიერ ეტაპზე კონკრეტულ დროს გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოთამაშე ეთვლება ტექნიკური წაგება.
თამაშების დაწყების,შესაბამისად მოთამაშეების გამოცხადების დროები:
1/8 18:00
1/4 19:30
1/2 21:00
ფინალი და მატჩი მესამე ადგილისათვის:
23:00
1.15 მატჩების ჩატარების დრო და ადგილი:
მატჩები ჩატარდება: Игровой зал (match lobby) EU – 4 - IT-01 - ში პაროლი 111
ოთახის სახელი: croco
1.16 მატჩების ჩატარების ოფიციალური დროა ყოველ დღე 18:00 დან 02:00
ამ დროის მონაკვეთში IT-01 ში თუ ვხედავთ რომ ოთახს აწერია სახელი croco და პაროლი არის 111 ეს ავტომატურად ნიშნავს რომ ეს ოთახი არის სატურნირო და ყოველგვარი მიწერის გარეშე შევდივართ.ვთამაშობთ 2 მატჩს,ვსქრინავთ შედეგებს.
ოფიციალური დროის გარდა სხვა პერიოდში,ნათამაშები მატჩების შედეგები არ მიიღება!
1.17 აუცილებელია მატჩების შედეგების სქრინების გადაღება,ორგანიზატორს უფლება აქვს მოითხოვოს ნებისმიერ მეტოქესთან ნათამაშები მატჩების სქრინები,არ წარმოდგენის შემთხვევაში ანულირდება მოცემულ მეტოქესთან მატჩების შედეგები
1.18 ოთახის შექმნა:
ლიგაში:
მატჩის ხანგრძლივობა - 10 წუთი;
დამატებითი დრო - გამორთული;
პენალტების სერია - გამორთული;
შეცვლათა რაოდენობა - 3;
ტრავმები - ჩართული
პლეიოფში:
მატჩის ხანგრძლივობა - 10 წუთი;
დამატებითი დრო - გამორთული;
პენალტების სერია - გამორთული;
შეცვლათა რაოდენობა - 3;
ტრავმები - ჩართული
პლეიოფში 2 მატჩის ჯამში თანაფარდობისას მესამე მატჩის ოთახის შექმნა:
მატჩის ხანგრძლივობა - 5 წუთი;
დამატებითი დრო - გამორთული;
პენალტების სერია - ჩართული;
შეცვლათა რაოდენობა - 3;
ტრავმები - ჩართული
ფინალსა და მატჩი მესამე ადგილისათვის:
მატჩის ხანგრძლივობა - 15 წუთი
დამატებითი დრო - ჩართული;
პენალტების სერია - ჩართული;
შეცვლათა რაოდენობა - 3;
ტრავმები - ჩართული
1.19 შედეგების გამოქვეყნების წესი:
შედეგების შეყვანა მოთამაშის მიერ ხდება დღეში ერთხელ,როცა მორჩებით იმ დღის სატურნირო მატჩებს და ის უნდა შეიყვანოთ პოსტში შემდეგი ფორმატით: ონლაინნიკი – ონლაინნიკი 2:2 3:1
ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ვალდებულია შეიყვანოს ანგარიშები. ორივე ფრის შემთხვევაში ანგარიშების შეყვანა ხდება შეთანხმებისამებრ.
1.20 ცხრილები გამოქვეყნდება დღეში ერთხელ.ბოლო შედეგის დაფიქსირებიდან 30 წუთში ან მეორე დღეს არაუგვიანეს შუადღისა.
1.21 აკრძალულია ბოლო წუთებზე ( ან ნებისმიერ მომენტში ) დროის გაყვანის მიზნით საკუთარ მოედანზე (!) გამუდმებული პასები.
1.22 აუცილებლად უნდა დავაყენოთ: ზაფხული,საღამო,კარგი ამინდი (წვიმა არა!) და ბურთი,რომელსაც ხილვადობის პრობლემა არ აქვს. თუ მეტოქემ ჩამოთვლილთგან რომელიმე სხვანაირად დააყენა,თქვენ გაქვთ ოთახის დატოვების და რეგლამენტის მიხედვით სეტინგების დაყენების მოთხოვნის უფლება.მხოლოდ მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკების შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი ვარიანტი.
1.23 ნებისმიერი მიზეზით (ძირითადად ლაგს ეხება!) ოთახის დატოვება უნდა მოხდეს 10 - მაქსიმუმ 15 წთ-ში! (პესის წუთები) აუცილებლად. ერთი და იგივე მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ ზედიზედ გათიშვის შემთხვევაში მოთამაშეს ავტომატურად ეთვლება ტექნიკური წაგება
1.24 ტექნიკური წაგება განისაზღვება 0:3
1.25 მოთამაშე ვალდებულია გადაბმულად ითამაშოს 2 თამაში,გარდა შემთხვევისა თუ მეტოქეები მანამდე შეთანხმდებიან მხოლოდ 1 მატჩის თამაშზე და მეორის სხვა დროს გადადებაზე,წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შედგეს ორივე მატჩი გადაბმულად! თუ რომელიმე მოთამაშე ითამაშებს პირველ თამაშს და უარს იტყვის მეორე მატჩის ჩატარებაზე (ნებისმიერი მიზეზის მოყვანით !!! ) მას ავტომატურად ჩაეთვლება ტექნიკური წაგება!
1.26 ტურნირში დაითვლება სპეციალური რეიტინგები
1.27 ტურნირში თამაშის დაწყება ნიშნავს რომ გაეცანით ყველა წესს და ეთანხმებით მათ! ინდივიდუალური პრეტენზიები არ მიიღება!
1.28 სადაო სიტუაციებში გადაწყვეტილებას იღებენ ორგანიზატორები და ის საბოლოოა!