თქვენ თვალში კი პეკინელი სნობი ვარაგრამ სამწუხაროდ მე უძრავი ქონება ძველი თბილისის რამოდენიმე უბანშიც მაქ. ალბათ სამწუხაროდ. შურით ღაწვებს ნუ დაიხოკავთ და დამცირებას ნუ დამიწყებთ, როგორც იცით ხოლმე. საშურე მანდ არაფერია. ძველთბილისელის ცხოვრება, ეს ხომ ბრძოლაა ნანგრევებთან.
უბნები (მთაწმინდა-სოლოლაკი, ვერა, ვორონცოვი, ნახალოვკა, კუკია, ავლაბარი, ელია, ისნის ნაწილი) სავალალო მდგომარეობაშია, დალპა გაოხრდა მთელი უბნები. რემონტიო იტყვით რა რემონტი რი რემონტი. აქ ორი საკითხია:
1. არ ღირს დანგრევისა და დაშლის პირას მყოფის მკვდრეთით აღდგინება. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა ნაშენი. ძველი და სუსტი ტექნოლოგიით.
ცემენტის გარეშე-ტალახით,
ზოგჯერ აგურის გარეშე-ალიზით,
ყოველთვის სარტყელის გარეშე,
ყოველთვის არმატურის გარეშე.
იმედია არცერთი ბრიყვი იმას არ განაცხადებს ენდე ეგ მშენებლობა იყოვო რაც იყოვო. აბა ახლა რა არივო. ბულშით. ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ ძველი თბილისის როგორც არქიტექტურული ორგანიზმის გახრწნას. ეს პროცესი შეუქცრვადია.
2. რომც თავი მოიკლათ, ურიის ვალებიც დაიდოთ და ასეთი სახლი გაარემონტოთ შედეგს ვერ მიაღწევთ. ვერ მოიშორებთ ნესტის სუნს. ვერაფერს უზამთ მეორად განათებას, ყველგან ასეა დაგეგმილი შენობები და ბოლოს ისეთივე ხანმოკლე აღმოჩნდება ამ სახლის რემონტით ტკბობა, როგორც "ჩუდნოე მგნავენიე"
თბილისში ცოტა არ არის ღირებული შენობა - არაერთი არქიტექტურული ძეგლია. ჩვენ ისინი უნდა შევინარჩუნოთ.
ანუ ჩემი შუალედურო დასკვნაა- ძველი თბილისი საჭიროებს სასწრაფო რეანიმაციას. უნდა მოხდეს ძველი საზარელი შენობების დრმონტაჟი და დარჩეს არქიტექტურული ძეგლები. ჭეშმარიტად ღირებული ძეგლები, სახლი რომ ასი წლისაა ან ორასის მხოლოდ ეს მას ძეგლად ვერ გახდის.
გადავდივარ მთავარ პრობლემაზე და იმაზე თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი. უბნებში სრული ფაშიზმია აბორიგენი მოსახლეობისა. თქვენ ვერა ნახავთ ძველი თბილისის ნანგრევში მოსახლეს რომელსას სასწაული მადა არა ქონდეს და არ აფრთხობდეს ინვესტორს. ქართველი კაცი აქაც ქართველი კაცია. ერთ დღეში გამდიდრება უნდა რომ იტყვიან "იზ გრიაზი ვ კნიაზიო"
თავად ვაწარმოებ მშენებლობას და სისხლი გამიშრეს. ეს რამოდენიმე თვე ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. მერია რა მოსატანია აქ მთავარი პრობლემა გაუმაძღარი ხალხია. ჩემს იტალიურ ეზოში ძლივს იმას მივაღწიე, რომ უძრავი ქონება გამოვისყიდე. გავხდი ერთპიროვნული მესაკუთრე და როგორც ცივილიზებული ადამიანი ცივილიზებულად ვითანამშრომლებ მენაშენესთან.
მაგრამაა მეზობლებმა სხვა საკადასტრო ერთეულში რომლებთანაც ეს ინვესტორი მივიყვანე გააოგნეს ადამიანი. იტალიურ ეზოში რომელშიც პირი 80-100 კვადრატს ფლობ ეზოიან ყველაფრიანად 350- 400 კვადრატული მეტრი გარემონტებული ფართები მოითხოვეს. პლიუს ამას ქირით დაკმაყოფილება. ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ ძველ უბნებში 4 სართულზე დიდის აშენების პერსპექტივები თითქმის აღარ არსებობს. შემითანხმდა რა, ინვესტორი მე ჩემს წითელ ხაზებში მეწარმოებინა მშენებლობა კანონის სრული 100 პროცენტიანი დაცვით როგორც ჩემნაირ იურსტს შეშვენის, ბოღმითა და შურით გასკდნენ მოსახლეები.
დაიხოკეს ლოყები შეუდგნენ საჩივრების წერასა და ისტერიკებს.
აშენებით მე ნამდვილად ავაშენებ მაგრამ ხალხნო.
მიმოიხედეთ თვალნი გაახილეთ რა დღეში ხართ სად ცხოვრობთ.
მე მაქვს გადაწყვეტის გზა.
საკუთრების უფლების საჯარო და კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ ბოგინი უნდა დასრულდეს.
ამ შემთხვევაში საჯარო რეგულაციების შემოღებაა საჭირო.
ნაბიჯი 1.
ქალაქის არქიტექტურული განვითარების გეგმის შინაარსიანი შემუშავება. უნდა მოხდეს გააზრება თუ როგორ უნდა განვიტარდეს ქალაქი. გარეუბნებში გადავიდეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტები
ნაბიჯი 2.
ზღვარი გაივლოს არქიტექტურულ ნიმუშებსა და ძველმანებს შორის. დღეს ეს ზღვარი არაა გავლებული. როგორც ხამებს შეშვენით ისე ვიქცევით. ნებისმიერი დაჭიანებული სიძველი ანტიკვარიატი გვგონია. უმეტესი ძველი შენობებისა ბულდოზერითაა გადასასწორებელი!
ნაბიჯი 3.
ინვესტორებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. სამშენებლო ინვესტიციების განხორციელებისას ფართით დასაკმაყოფილებელი მესაკურისათვის გონივრული ტარიფების დადგენა. ტარიფის დადგენა თუ არ მოხდება საკანონმდებლო თვალსაზრისით მაშინ ეს ბიზნესის თვალსაზრისით უნდა დარეგულირდეს. ჯანსაღი და ჭკვიანური უნდა იყოს ეს ტარიფები. სიტყვაზე მესაკუთრე რომელიც 100 კვადრატულ მეტრ ფართობს ფლობს მან 100%+20% (ან 30 ან 40 ან 50) უნდა მიიღოს. ტარიფი განსაზსაზღვრია.
სხვანაირად თავს ვერ ავარიდებთ მილიონსართულიან შენობებს
ნაბიჯი 3.
მსენებლობის კანონმდებლობის აუცილებელი სრულყოფა!
კოეფიციენტების დადგენა. ცენტრალურ ძველ უბნებში დაბალი 3-4-5 სართულიანი სახლების მშენებლობა. სტანდარტებისა და კოეფიციენტების სრულყოფა
ნაბიჯი 4.
მშენებლობაში ახალი თამასის დადგენა. გემოვნებიან, დახვეწილ და პროფესიონალ არქიტექტორებს უნდა მიეცეთ ასპარეზი. შესაბამისად არქიტექტურის სამსახურმაც უნდა ლოგიკურად უპასუხოს ამ გამოწვევას.
მხოლოდ დახვეწილ ადგილობრივ ლანდშაფტთან და განაშენიანებასთან შესაბამის შენობებს უნდა მიენიჭოთ მშენებლობის ნებართვა!!
ნაბიჯი 5.
პიარი!!! პიარი და პიარი!!! ინვესტიციების მოზიდვაა!!!
შედეგად მეგობრებო გაუბედურებული ბოდიში და ქაქისგან ანუ ამისგან:


მივიღებთ ამას!

და არა ამას!
This post has been edited by pekineli on 27 May 2016, 11:47