მეგობრებო, BMW E60-ზე (N54) მაქვს ასეთი პრობლემა, მიწერს შემდეგ ორ კოდს კომპიუტერი:
2C9E: AfterCat O2 sensor heater input signal,
2C77: Lambda probe after catalytic converter, signal at full load
პირველს წერს განულებიდან მალევე, ერთი კილომეტრის გავლაც საკმარისია. მეორეს წერს შედარებით იშვიათად, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად.
ჩეკს ანთებს (იასნა), გაწევა დააკლდა, ხანდახან პერებოი, და ათასერთი ლყეობა. დიდი ალბათობით სხვა პრობლემებიც აქვს ძრავს (შეიძლება აქედან გამომდინარეც), მაგალითად ადრე გავხსენი თემა, ცოტა ნაგრუზკაზე ძრავი კვამლს და საზიზღარ სუნს უშვებს-თქო. მაგრამ დიაგნოსტიკა ამ ორი კოდის მეტს რელევანტურს პრაქტიკულად არაფერს წერს. აქედან დავასკვენი რომ ლამბდას სენსორია დამნაშავე.
ვინც ერკვევით ამ თემაში, იქნებ გამაგებინოთ:
1. ეს პრობლემა მოტორისტს ეხება? ანუ ტექნიკურად O2 სენსორები ზედ ძრავზე არაა და არ ვიცი, მოტორისტი მჭირდება მაინც, თუ სხვა ვინმე (ვინ)?
2. AfterCat რო წერს, იგულისხმება უკანა მხარეს არსებული სენსორი, კატალიზატორის შემდეგ რომ არის, ანუ მანქანის საბარგულის მხარეს (და არა -ცხვირის მხარეს), ხო?
3. დიაგრამაზე როგორც ვნახე სულ 4 ლამბდა სენსორია, ორი წინ კატალიზატორამდე და ორიც კატალიზატორის შემდეგ. ეს თუ უკანაა, უკანა ორიდან რომელია როგორ უნდა გაიგოს კაცმა?
4. ეს სენსორები რაიმე სახით შეკეთებადია? თუ ახალი უნდა ვიყიდო? მეორადის დაყენება (დაშლილებიდან) რამდენად
კარგია ცუდია? ძვირი ღირს როგორც ვნახე
5. სვეჩებივით ხომ არ არის ესენი, კომპლექტში რომ უნდა შეიცვალოს? იმედია არა
6. მოკლედ რას ვეცე, რითი დავიწყო მირჩიეთ... მოტორისტთან ალბათ თუ მომიწევს მისვლა, მანამდე ცოტა ინფორმაციით შემაიარაღეთ გეთაყვა

მადლობა!