
შემთხვევა ახლახან მოხდა ჭიჭინაძის ქუჩაზე.
ბავშვმა გზაზე გადაირბინა და მანქანა დაეჯახა. მძღოლმა საბედნიეროდ მოასწრო დროულად დამუხრუჭება და ბავშვს არაფერი დაშავებია. მსუბუქი შოკი მიიღო მხოლოდ
1. საათზე მეტი არკვიეს რა ხდებოდა - ეს გასაგებია
2.ევაკუატორს მიჰყავს მანქანა - wtf
3. დამნაშავე აშკარად ბავშვია, მოწმეები ამას ადასტურებენ
4.პატრულის სამი ეკიპაჟია მობილიზებული ადგილზე. რა საჭიროა ამდენი? სხვაგან საქმე დაილია?უკვე ბევრჯერ შევესწარი რომ მსუბუქ დარღვევაზეც კი არანაკლებ სამი ეკიპაჟია გასული. როცა დაგჭირდება მაშინ წამლად ერთსაც კი ვერ ნახავ. რამდენიმე თვის წინ ვიღაც ნასვამი ტიპი თავს დაესხა ავტობუსის მძღოლს. და არანაკლებ ათი ეკიპაჟი დავითვალე. თან ამათი ანხევარი მას მერე მოვიდა რაც ტიპი დაკავებული ჰყავდათ...
5. პატრულის თანამშრომელი ლენტს ჭიმავდა მთელ ქუჩაზე გადასაკეტად :/ რადა მანქანა უკვე ევაკუატორზე აჰყავდათ და შემთხვევის ადგილი გზის 1/3ზე მეტს არ იკავებს...
წტფ. ესაა პროფესიონალები?
6. რა ჩყ ასწავლიან სკოლებში? ჩემს ბავშვობაში ასწავლიდნენ გზაზე გადასვლის წესებსაც. იქით-აქეთ გახედვას და ა.შ.
სწორი და განიერი გზაა. თუ ძალად არ შეუვარდი ძნელია რომ მანქანა დაგეჯახოს. თან აღმართში ადიოდა ავტომობილი.
6.ეს პირველი შემთხვევა არაა. ადრე მეზობელს შეუვარდა მანქანის ქვეშ მეორე მეზობლის ბავშვი. მაღაზიიდან გამოვარდა და სხვა მანწანის წინიდან გამოხტა უცებ. საბედნიეროდ მძღოლი გამოცდილია და ნელა მოდიოდა. აწაც მსუბუწი შოკით დამთავრდა ყველაფერი.
ადრე ზემოთ უბანში ბავშვი გაჭყლიტა ახალგაზრდა ბიჭმა. ბავშვმა გადაურბინა წინ და ვერ დაამუხრუჭა. მძღოლი დაშვებულზე სწრაფად მოდიოდა და სროკი მიარჭვეს. არადა სწორი გზაა იწაც. უბრალოდ ბავშვმა გადაურბინა წინ და მსხვერპლიც სახეზეა.
სად ტ...შია განათლების სისტემა?
რას ასწავლიან სკოლაში
ან მშობლები რას აკეთებენ? ელემენტარული რაღაცეებიც კი არ იციან არც შვილმა და არც მშობელმა.
და ბოლოს.
ავტომობილის ევაკუატორით წაყვანა საჭიროა? ყველფერი გაირკვა მგონი და მძღოლიც არაა მემგონი დამნაშავე
პ.ს. პროფესიონალი კადრი 1 ან 5 წელში არ შტერდება და არ ქლიავდება. თუ სეორად ასწავლი ადამიანს ის ცოდნა სულ გაჰყვწბა