ესეც ჩემი სტატია 1990 წლის 1 ივნისს მომხდარი საბაგირო უბედური შემთხვევა, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა და 20 გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა ორი გონდოლას მონაწილეობით მოხდა, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგიროზე მოძრაობდნენ ყვითელი გონდოლა ნომერი 2 მთაწმინდის პარკისკენ მიემართებოდა და სულ რამდენიმე მეტრი აშორებდა ზედა ანძას, წითელი გონდოლა ნომერი 1 რუსთაველისკენ ეშვებოდა და ქვედა ანძას უახლოვდებოდა როდესაც საწევი ბაგირი გაწყდა ქვევითა გონდოლა დაგორდა და ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, სამუხრუჭე მოწყობილობამ არ იმოქმედა. ზევითა გონდოლაც პარალელურად დაგორდა და სისწრაფის აკრეფა დაიწყო (ხელის მუხრუჭებმა ვერ იმუშავეს), ქვედა საყრდენის ბუნიკთად მიახლოებისას კი უკვე ძლიერ ქანაობდა რის შედეგადაც მას და იქვე ჩახვეულ გაწყვეტილ საწევ ბაგირს შეეჯახა, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ გონდოლა ორ ნაწილად გაიხლიჩა ხოლო მზიდი ბაგირი საყრდენი ანძის ღარიდან გადმოვარდა და გონდოლა დაბლა სახურავებთან ახლოს ჩამოჰქნია. დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ადამიანები 6 სართულიანი შენობის სახურავზე და მის ეზოში ჩამოცვიდნენ, ზოგი მანამდე აჩქარებული გონდოლიდან პანიკაში მყოფი გადმოხტა. 20 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. მგზავრების ნაწილი ახალციხიდან ფუნიკულიორის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოსული ბავშვები იყვნენ, რომელნიც „ბავშვთა დღეს“ აღნიშნავდნენ. ნაწილი კი ჯარისკაცები.
1989 წელს ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე საბაგიროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა შეიცვალა ქვედა ანძა, ზედა ორი დაბალი ანძის მაგივრად რომელზეც საბაგირო მცირე თანაბარი ტეხილი კუთხით გადადიოდა დაიდგა მაღალი ანძა რის შედეგადაც გონდოლები ზედა სადგუდიდან ჰორიზონტალურად მიემართებოდნენ ანძისკენ შემდეგ კი ძალიან მახვილი კუთხით და მოწყვეტით ეშვებოდნენ. სტანდარტული ოვალური გონდოლები უფრო დიდი მართკუთხა გონდოლებით შეცვალეს, ასევე ვაგონების ზომა და ტევადობა მათ წინამორბედებს აღემატებოდა.
სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა, თუმცა ჯერ კიდევ მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა, რატომ არ იმოქმედა სამუხრუჭე სისტემამ ვაგონებზე ბაგირის გაწყვეტის შემდეგ. რატომ არ იქნა საქმე ბოლომდე გამოძიებული, ჰქონდა თუ არა ადგილი დივერსიას, რადგან გამწევი ბაგირის ხვეულა გეომეტრიული სისწორით იყო გაწვეტილი, თითქოს ის მანამდე ვიღაცამ დააზიანა და გადახერხა.
ძველი ოვალური ვაგონების ტევადობა 25 ადამიანი, ვაგონი იწონიდა 1250 კგ. (თბილავიამშენის ვაგონები)
ახალი ფინური მართკუთხა ვაგონების ტევადობა 40 ადამიანი, ვაგონი იწონიდა 1800 კგ.
ავტორი: ირაკლი ჟოჟუაშვილი
1989 წელს რეკონსტრუირებული საბაგირო, წითელი გონდოლა ნომერი 1 რომელიც ქვედა სადგურს შეეჯახა.
This post has been edited by TramwayMan on 1 Jun 2016, 15:41