http://www.usnews.com/opinion/articles/201...road?src=usn_fbმიჰყევით თანამედროვე "აბრეშუმის გზას"
აშშ-მ მონაწილეობა უნდა მიიღოს ცენტრალური ევრაზიის კომერციულ ქსელში - ამერიკული სამსახურები და ეროვნული უსაფრთხოება შესაძლოა ამაზე იყოს დამოკიდებული.
(პედრო ხოსე პერესი/გეტი)
სტივ კოჰენი | აშშ-ს კონგრესმენი, ტენესის მე-9 ოლქი.
13 მაისი, 2016 წ. დილის 8:00 საათი
ტერორისტული ბომბებით დაწყებული და საზღვრის გამო გამართული ომებით დასრულებული, ცენტრალური ევრაზია ხშირად არის ახალი ამბების საგანი, იმ სისხლისღვრის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონალურ სტაბილურობას და საერთაშორისო უსაფრთხოებას.
დღეს, ევროპასა და აზიას შორის კრიტიკულ გზაჯვარედინზე განლაგებული ოთხი ქვეყანა - აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი - ერთიანდებიან კომერციული მიზნებისთვის და არა კონფლიქტისთვის. ისინი ქმნიან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ქსელს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონებს და ინტეგრირებულ საბაჟო და სასაზღვრო პროცედურებს, ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით.
იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელ ბიზნესმენებს და მუშებს სჭირდებათ ამ რეგიონის 110 მილიონ მომხმარებელზე წვდომა, ხოლო ჩინეთი, ირანი და რუსეთი არ დომინირებენ ამ სტრატეგიულად განლაგებულ ტერიტორიაზე, შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ ვაჭრობისა და სატრანზიტო კორიდორს.
ნუ დაუშვებთ შეცდომას: თუ მონაწილეობას არ მივიღებთ ამ წამოწყებაში დღეს, ჩვენ წვდომა აღარ გვექნება ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან, ეკონომიკურად განვითარებად ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში.
საჯარო სამსახურში მოღვაწეობის განმავლობაში, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორ აუმჯობესებდნენ ახალი და თანამედროვე მაგისტრალები, აეროპორტები და საზღვაო პორტები ადგილობრივ ეკონომიკას აშშ-ში. დღეს უნდა ვნახოთ როგორ შეუძლია მსგავს ჭკვიანურ ინვესტიციებს საზღვარგარეთ არსებული განვითარებადი ტერიტორიების შეცვლა.
დღევანდელი ახალი ამბები და ასწლიანი ისტორია ადასტურებენ რატომ არის ეს კორიდორი მნიშვნელოვანი. 15 საუკუნის განმავლობაში, ლეგენდარულ აბრეშუმის გზას მოჰქონდა ფასიანი საქონელი, იდეები და აღმოჩენები ჩინეთიდან დასავლეთში, მათ შორის საირიგაციო მასალა, ქაღალდი და დენთი. 21-ე საუკუნეში, „თანამედროვე აბრეშუმის გზა“ დააკავშირებს ადამიანებს, ბაზრებს და ეკონომიკებს აღმოსავლეთ აზიიდან, ცენტრალური აზიიდან და კავკასიასა და ევროპიდან.
ეს კორიდორი აუცილებელია, რადგან, დღესაც კი, 21-ე საუკუნის პროდუქტების (პერსონალური ტექნოლოგიური მოწყობილობები) ტრანსპორტირება აღმოსავლეთიდან დასავლეთში მე-15 საუკუნის ტრანსპორტირების მეთოდებით ხდება. აზიაში აწყობილი პროდუქტების ევროპაში გებით ჩატანას შესაძლოა დასჭირდეს შვიდი კვირა. ამასთან იგივე პროდუქტები იგივე დანიშნულების ადგილზე შეიძლება რკინიგზით ნახევარ ვადაში ჩავიდეს. ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიც არის მილსადენები, საკაბელო ხაზები და კონტეინერებით განხორციელებული ტრანსპორტირება იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის, ასევე ენერგეტიკული რესურსებისა და მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვის მეტად მარტივ და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენენ.
ამგვარი ტექნოლოგიური გამოწვევების დასაკმაყოფილებლად, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი აკეთებენ ინვესტირებას რეგიონალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მათ შორის არის სამი საზღვაო პორტი კასპიის და შავ ზღვაზე, სარკინიგზო პროექტი სტამბულში, რომელიც ითვალისწინებს წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას თურქეთის უმსხვილესი ქალაქის ევროპულ და აზიურ მონაკვეთებს შორის, და რეგიონალური სარკინიგზო ხაზი, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს.
ამ კომბინირებული ინფრასტრუქტურის წყალობით, შესაძლებელი იქნება კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის პროდუქტების უფრო სწრაფად, ნაკლები ხარჯებით და მეტი რაოდენობით გადაზიდვა. მაგალითად, დრო, რომელიც სჭირდება პროდუქტების ჩინეთიდან სტამბულში გადაზიდვას, ნახევარზე მეტით შემცირდება.
მალე, მსოფლიო მომარაგების ჯაჭვი შედარებით შემცირდება და ხელახლა გადაიხედება ვაჭრობა და ინვესტიციები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ნახევარი ათასწლეულის წინ, ცენტრალური ევრაზია კრიტიკულ როლს შეასრულებდა მსოფლიოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. აშშ არ უნდა დარჩეს კულისებს მიღმა და ამით საშუალება მისცეს ჩვენს კონკურენტებს დაიკავონ ცენტრალური პოზიციები.
„თანამედროვე აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობის გაანალიზების საფუძველზე, ჩინეთი ახორციელებს ინვესტიციებს რეგიონის ინფრასტრუქტურაში, ხოლო ირანი და რუსეთი ააქტიურებენ თავის დიპლომატიურ და სამხედრო პოზიციებს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს უკვე გამოუხატავს მხარდაჭერა რეგიონის სხვადასხვა განვითარების პროექტებისთვის, არის იმის საშიშროება, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები დატოვებენ ტერიტორიას, და ამით დააწინაურებენ ჩვენს გეოპოლიტიკურ კონკურენტებს, მარტო დატოვებენ პარტნიორებს, რომლებთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოში, რომლებიც მარტო აღმოჩნდებიან საშიში მეზობლის წინაშე.
სტრატეგიული და ეკონომიკური ფსონები ძალიან მაღალია აშშ-სთვის, იმისათვის, რომ შევამციროთ ჩვენი ვალდებულებები მსოფლიოს ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილში. მაგალითად. ენერგეტიკული პროდუქტებით მდიდარი აზერბაიჯანი ესაზღვრება ჩვენს ისტორიულ მოწინააღმდეგეებს - რუსეთი და ირანი. ამერიკელები აფასებენ იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის წამყვანი მიმწოდებელია ევროპისა და ისრაელისთვის, რაც არ უდავოდ აღელვებს რუსეთს და ირანს.
როგორც სეკულარული სახელმწიფოს მქონე მუსლიმანური ერი - აზერბაიჯანი აშშ-ს შეუფასებელი მოკავშირეა, უზრუნველყოფდა ამერიკელების ტრანსპორტირებას მისი ტერიტორიიდან ავღანეთში, აგზავნიდა ჯარებს ერაყში და ბალკანეთში და მონაწილეობას იღებდა ნარკოტიკების კონტრაბანდის, ძალადობრივი ექსტრემიზმის და ტერორიზმის, ასევე ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამასთან, აზერბაიჯანი არის ცენტრალური ევრაზიის ეკონომიკური პოტენციალის მაგალითი, რომელსაც ჰყავს 110 მილიონი მდიდარი კლიენტი და კვალიფიციური მუშახელი. ამასთან, ორი მიმართულებით ვაჭრობით აშშ-სთან, რომელიც 2.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და საწყის ეტაპზეა, აზერბაიჯანს გაფორმებული აქვს რვა სამოქალაქო თვითმფრინავის შესყიდვის ხელშეკრულება „ბოინგთან“, რითაც ის ეხმარება 11.000 მაღალანაზღაურებად ამერიკულ სამსახურს.
ხუთ საუკუნეზე მეტი დროის წინ, ერები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ აბრეშუმის გზის კომერციულ და კულტურულ ცვლაში, რომელიც პროგრესის მიღმა დარჩა. დღეს, გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარმა ამერიკელებმა მხარი უნდა დაუჭირონ „თანამედროვე აბრეშუმის გზას“. ჩვენი კომპანიები, მუშაკები და ნაციონალური უსაფრთხოება შესაძლოა მნიშვნელოვნად იყოს ამაზე დამოკიდებული.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)