ჩვენი ადგილმდებარეობიდან და მოსახლეობის განწყობის გათვალისწინებით მეტად მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქოტის გაანალიზება. მართალია თქმულა Умом Россию не понять , მაგრამ ჩემი მაინც შევეცდები საკუთარი აზრის გადმოცემას ჩვენი ჩრდილოელი დიდი ძმის შესახებ.
რუსეთი რადიკალურად განსხვავდება პოსტ იმპერიული სახელმწიფოებისგან, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან. ნუ განსხვავება თავად იმპერიის დროსაც თვალშისაცემი იყო. ბრიტანეთსაც და საფრანგეთსაც კოლონიებში ცივილიზაცია შექონდათ და რაღაც დადებითი გავლენა ქონდათ კოლონიების მიმართ.(ნუ ინდოეთი და ჩინეთი გამონაკლისია). რუსეთის შემთხვევაში კი ყველაფერი პრიქით გვაქვს. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა ისეთი ქვეყნები როგორებიცაა პოლონეთი, ფინეთი, ბალტიისპირეთი და კავკასია. აღნიშნულ ქვეყნებს გააჩნდათ საკმაოდ მდიდიარი კულტურა და სუსეთის მოსვლამდეც რაღაცას ქმნიდნენ, გარკვეულწილად წამოადგენდნენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილს.რუსეთის როლი ამ ქვეყნების განვითარებაში არის მინიმალური.(ნუ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს კავკასია, ღრმა ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმის რელსებზე გადავიდა საქართველო,სომხეთი აზერბაიჯანი). ხოდა რისი თქმა მინდა რუსებს იმის გათვალისწინებით რომ დაპყრობილ ქვეყნებს გააჩნდათ მათდან დამოუკდებელი კულტურა და სოციალური ცხოვრება, ქონდათ არასრულფასოვნების კომპლექსი, რადგანაც მათგან განსხვავებით წარმოადგენდა შედარებით ახალ ცივილიზაციას. ჩვენთან მიმართები ყველაზე მეტად აცოფებდათ სამოციქულო ეკლესიის არსებობა და მდიდარი და ძველი საეკლესიო კულტრუა, რომელსაც მალევე მოუღეს ბოლო. საეკლესიო განძეულობა წაიღეს ავტოკეფალია გააუქმეს.
მდგომები არც საბჭოთა კავშირის დროს შეცვლილა. მართალია კოსმოპოლიტიზმს აწვებოდნენ მაგრამ მაინც ნაციონალისტური, შოვინისტური მდგომები ქონდათ სხვა ერების მიმართ. ერთი ჩვენი ბოლშევიკები იყვნენ მარქსე და ენგელსზე დიდი კათოლიკეები და ვისთვსაც კი მიწის ჩუქება შეიძლებოდა ყველას ჩამოურიგეს. ნუ კომუნისტური რეჟიმის ავკარგიანობაზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებ. საკმაოდ სადავო საკითხია, რამდენად მისაღებად შეიძლება მიაჩნდეს ადამიანს საბჭოთა კავშირი.
კომუნისტური რეჟიმი იყო რუსეთის ხსნა და მსოფლიოში გაბატონების ერთადერთი შანსი რაც გაანიავეს და არც არასდროს მიეცემათ იმის შესაძლებლობა რომ სამყაროს საკუთარი წესები შესთავაზონ. მათი მთავარი შეცდომა იყო ტოტალიტალური სისტემის მშენებლობა და აქცენტის სამხედრო სიძლიერეზე გაკეთება. ასევე შეცდომა იყო მოკავშირე რესპუბლიკების ძალით დამორჩილება ნაღმის ჩადება საქართველოში სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სახით,მოლდოვეთში დნესტრის პირეთის, აზერბაიჯანში ყარაბაღის სახით, ბალტიისპირეთში რუსების ჩასახლების. მათი მთAვარი კოზირი იყო კაპიტალიზმის ალტერნატიული პლატფორმა(კომუნიზმი) რომლის დახვეწის და რეფორმის შემთხვევაში თAვისუფლად შეიძლებოდა გამარჯვება, მაგრამ ვინ მისცა ამის ჭკუა დედა რუსეთის შვილებს. ნუ გასაგებია რომ თავიდანვე არასწორი და სასტიკი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და მრავალი ადაიანის სისხლი დაღვარეს მაგრამ რეფორმირება ჯობდა ყველაფრის დანგრევას და უარეს დღეში ჩავარდნას. რუსეთის გამოსავალი იყო რეფორმირება, კაპიტალიზმის და სოციალიზმის შერწყმა და ევროკავშირის ტიპის ერთობის შექმნა. მართალია უტოპიურად ჟღერს, მაგრამ ცოტა წინ რომ გაეხედათ და იმპერიული ამბიციები მოეშორებინათ საუკეთესო საელმწიფოთა საუკეთესო მოდელს შექმნიდნენ. საბჭოთა კავშირის ბოლო ყველამ კარგა იცით. თავად გააკეთეს ყველაფერი რომ რეფორმირების მაგივრად დაშლილიყო და რესურსები დაენაწილებინათ, ყველა მოკავშირე რესპუბლიკას დიდი სისხლის ფასად დაუჯდა დედა რუსეთისგან ბოძებული თავისუფლება. მოკლედ რუსეთმა მოახერხა ყველაფრის გაფუჭება რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა. ყველაზე უმთავრესი მათ დაკარგეს მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების და პრაგმატული ეკონომიკური პარტნიორობის შანსი. ყოველივე ამის შემდეგ დგანან და ყველაფერს დასავლეთს და აშშ-ს აბრალებენ. ყველას ადანაშაულებენ საკუთარი თავის გარდა.არადა ლომის წვლილი ჩამყაყებულ შოვინისტურ ტვინებს მიუძღვის. საბჭოთა კავშირი დაშალა რეფორმების არარსებობას და რესურსების ხელშირ ჩაგდები ცხოველურმა ჟინმა. იმის მაგივრად რომ ნომერ პირველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკად ქცეულიყვნენ დღეს წამოადგენენ ყველაზე განაწყნებეულ პატარა ბავშვივით გაბუტულ სახელმწიფოს, რომელიც მისტირი ძველ დიდებას. რუსეთი წარმოადგენს საკუთარ ძალებში დაურწმუნებელ გოლიათს რომელსაც აკომპლექსებს ის ფაქტრი რომ მის ყოფილ კოლონიებს მის გარეშე შეუძლიათ არსებობა.
პ.ს. დიდი აბდაუბდა გამოვიდა მაგრამ აზრის გამოტანა მაინც შეძლება
