პალმა კი არა, რაც მართლა დიდ პრობლემად იქცა, ამას მიხედეთ პარტიზანებმაც და ვეტერანებმაც:
ათიათასობით ფული, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა და უამრავი ადამიანის შრომა, ასევე, მრავალი წელი დასჭირდა, რომ ეს ტერიტორია, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრად ქცეულიყო
გაითვალისწინეთ - ლაპარაკია არა უშუალოდ, არამედ მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ახალგაზრდების ხმები აღწევს თურმე სპორტული შეჯიბრებების დროს
დანარჩენი, - იხილეთ სტატიაში
http://mountains.ge/blog/view/24მომხდარი ფაქტის მოკლე შინაარსი ასეთია - კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულმა და რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულმა სამონასტრო კომპლექსმა მიიერთა ათწლეულების განმავლობაში შექმნილი უნიკალური საცოცი პარკი და რადგან მხიარულება და ჟრიამული, რომელიც თან სდევს სპორტს და ტურიზმს შეუთავსებელია სამონასტრო ცხოვრებასთან, თანდათანობით შეზღუდა საცოც პარკზე წვდომა და ბოლოს შეუძლებელი გახადა მისი გამოყენება (ფიზიკურად).
რა დევს სასწორზე:
“საქართველოში კლდეებს რა გამოლევს, აუცილებელია მონასტერზე იცოცონ?”. თავი რომ დავანებოთ ამგვარი განცხადებების ქედმაღლურ და ადამიანის შეურაცხმყოფელ შინაარს და იმ ფაქტს, რომ არავინ არ ეკარება კაცხის სვეტს, საცოცი პარკის შექმნაზე დახარჯულია ფინანსური რესურსი, დრო, ენერგია - მათ შორის, სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამ საცოცი პარკის განვითარებაში წვლილი შეტანილი აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალებსაც. აქ ტარდებოდა სპორტული შეჯიბრები და საგამყოლო კურსები, ვარჯიშობდნენ სამხედროები და მოყვარულები.
ასეთი საცოცი პარკის შექმნას “სხვაგან” შეიძლება განუხორციელებელი მისია აღმოჩნდეს - ალტერნატივას ჯერ მოძებნა ჭირდება, ხოლო განვითარებას წლები და ათიათასობით ლარი.
ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ საკითხი ასე დადგებოდა: საცოცი პარკი თუ მონასტერი. მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი განვითარება აირჩია მონასტერმა.
საქართველოში მთასვლელობა სპორტული, მეცნიერული თუ შემოქმედებითი ტრადიციების და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ალიოშა ჯაფარიძე, იაგორ კაზალიკაშვილი, მიხეილ ხერგიანი, გიორგი ნიკოლაძე, გურამ თიკანაძე, გურამ რჩეულიშვილი და კიდევ უამრავი სახელია დაკავშირებული მთასთან. გარდა ფიზიკური ჯანმრთელობისა, მთასვლელობა ამტკიცებს ნებისყოფას, უნვითარებს გადაწყვეტილების მიღების უნარს და ბრძოლისუნარიანობას, აძლიერებს პასუხისმგებლობის გრძნობას და ამდიდრებს სულიერებას, აახლოვებს ადამიანს ღმერთთან.
მთასვლელობა ასევე მთავარი პლატფორმაა საგამყოლო საქმიანობისთვის, ხოლო თუ გავითვალისწინებთ საქართველოს გეოგრაფიას და ჩრდილოელი მტრის მიერ ამ სფეროში ინვესტირებული რესურსების ოდენობას, ეს საქმიანობა საერთოდ სტრატეგიული პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნისთვის.
ამიტომ, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საქმიანობა შეიზღუდა მონასტრის მიერ.
მონასტერი თუ საცოცი პარკი? რაც არ უნდა აბსურდული და უხერხული იყოს ეს კითხვა, ჩვენ მასზე პასუხის გაცემა გვიწევს.
თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მეკლდეურობის და სამონასტრო ცხოვრების შეუთავსებლობის გამო მეკლდეურებმა აპრიორი უნდა დატოვონ თავიანთი, ათწლეულების განმავლობაში შექმნილი სამყარო, ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ ყველამ აპრიორი უნდა დავთმოთ ჩვენი სახლები, კერძო და სახელმწიფოებრივი ინტერესები იქ, სადაც ისინი შეხებაში მოვა მონასტერთან.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)