ერთა’თასელი - რიოში! ოლიმპიადის ბოლო, მეთორმეტე საგზური ერგო არა "მსოფლიო სერიის" რომელიმე მონაწილეს,
არამედ ელიტიდან შარშანწინ გავარდნილ ესპანეთსOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!რიო’ში რაგბის ოლიმპიური აღდგომაა დანიშნული, ოღონდაც შვიდ’კაცად. მონაწილე დუჟინის 4 უკეთესი წევრი შარშან გამოვლინდა მსოფლიო სერიაში; +
http://ovaluri.comxa.com/2015/P5/18_7LON.htm ექვსი - რეგიონულ შესარჩევებში; მე-11 გუნდი მასპინძელი ბრაზილიაა, ბოლო საგზური კი უქმეებზე, მონაკოში გათამაშდა - ლუი მეორის სტადიონზე, უფლისწულ ალბერის თვალწინ
ცხელოდა. ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. შეიკრიბა ექვსივე რეგიონის 16 ხელ’მოცარული. მათგან სამი - სამოა, კანადა და რუსეთი - მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე ჩაუქობს, +
http://ovaluri.comxa.com/2016/Q5/23_7LON.htm მაგრამ გამოცხვა სენსაცია:
ოთხი ბებრის (ფეიხო 34; მარტინ, სემპერე 32; ტუდელა 31) მყოლმა ესპანეთმა - ვინაც ამ შემოდგომიდან მესამე სერიასაც გამოტოვებს, +
http://ovaluri.comxa.com/2014/O5/13_7LON.htm ხოლო მონაკოში თავიდან ჰონკონგთანაც წააგო - კვირას +
https://www.youtube.com/watch?v=Q1ZX6vICpdo ძაან კოხტად გაასაღა ამ ეტაპამდე პროტექციით მოყვანილი ირლანდია, რუსეთი და ფავორიტი სამოაც. არადა, ამას ერთი თვის წინ პარიზში ეპირველა! +
http://ovaluri.comxa.com/2016/Q5/17_7PAR.htmოლიმპიური ხარჯიშაბათს პულები კანონიკურად დალაგდა (3-0, 2-1 / 1-2, 0-3) და ტონგა ფსკერზე დაიძირა. კვირას მაინც გათამაშდა ოთხივე ტრადიციული ჯილდო და ბრინჯაოც, ირლანდია კი მონაკომდე ვერ მიაღწევდა, დაბლინელ ოღრაშებს სპორტული პრინციპი რომ არ დაერღვიათ - მათ ერთ სეზონში ორი დონით აღზევების შანსი მისცეს ქვეყანას, ვისაც შვიდკაცა ბოლო წლებში არად უღირდა და აღარც მონაწილეობდა
ყველა მოხიბლა გერმანიამ - პულში თვით კანადა ძლია; სამოამ წააგო ირლანდიასთან, მაგრამ თანდათან გახურდა და ფინალს მაინც უწია; ესპანეთმა კი ნახევარ’ფინალში სირენის შემდეგ, იგორ ხენუას ლელოთი, გააბითურა ამჩატებული რუსეთი და ოლიმპიური ციკლის დანახარჯი წყალში ჩაუყარა
დაბლინი ჩუმჩუმელაობსფინალში ესპანეთმა საწყის 5 წუთში ორი ლელო დადო * 12:0, მაგრამ სათამაშო 8 წუთი რომ რჩებოდა, უკვე სამოა იგებდა * 19:12 აქ ლათინები მართლა გალომდნენ, ლელოთი ჩამორჩენა ორამდე დაიყვანეს, ბოლო წყებაში კი საკუთარი 22-დან აბურთავდნენ და სამოა ზედიზედ სამჯერ რომ დააჯარიმა კივმა რიჩი ქელიმ, იგნასიო მარტინმა კარიერის უტკბესი ლელო გაიტანა * 22:19 +
https://www.youtube.com/watch?v=P1Gxx7nBCAkნაფინალევს, ბებერმა პაბლო ფეიხომ ინტერვიუს დროს იტირა, "მსოფლიო რაგბი" კი ჩვეულ ყაიდაზე ჩუმჩუმელაობს. ჰოდა, კივი მზირები წერენ, არც კალათები შედგება და აღარც წილისყრა მოეწყობა - დაბლინი რიოს პულებს მხოლოდ მისთვის ცნობილი, საშვიდკაცო რეიტინგით ჩამოქნის, ოლიმპიურ დებიუტს კი იმ ფორმულით ჩაატარებს, ბოლო წლებში ევროპის "გრან პრი"ზე რომ ცდისო
ოლიმპიური რეპეშაჟი18-19/06 @ მონაკო
<< პულები
(ა) ირლანდია 3-0, სამოა 2-1 / ზიმბაბვე 1-2, ტონგა 0-3
(ბ) გერმანია 3-0, კანადა 2-1 / ურუგვაი 1-2, შრი ლანკა 0-3
(გ) რუსეთი 3-0, ჩილე 2-1 / მაროკო 1-2, ტუნისი 0-3
(დ) ჰონკონგი 3-0, ესპანეთი 2-1 / კორეა 1-2, მექსიკა 0-3
<< მეოთხედ’ფინალი
ირლანდია (ა1) 7:12 ესპანეთი (დ2)
რუსეთი (გ1) 14:12 კანადა (ბ2)
ჰონკონგი (დ1) 12:31 სამოა (ა2)
გერმანია (ბ1) 26:0 ჩილე (გ2)
<< ნახევარ’ფინალი
ესპანეთი 17:12 რუსეთი
სამოა 26:14 გერმანია
<< ფინალი
ფარი (XIII) კორეა 31:24 შრი ლანკა
ფიალა (IX) ზიმბაბვე 31:5 ტონგა
სინი (V) კანადა 24:17 ჰონკონგი
ბრინჯაო (III) რუსეთი 22:12 გერმანია
თასი (I) ესპანეთი 22:19 სამოა
<< ესპანეთი
1 იგნასიო მარტინ, 2 მატიას ტუდელა^კაპ, 3 ინაკი ვიჯა’ნუევა, 4პაბლო ფეიხო, 5 ანხელ ლოპეს, 6 ფრანსისკო ერნანდეს, 12 ხავიერ კარიონ *
7 პაბლო ფონტეს, 8 სესარ სემპერე, 9 იგორ ხენუა, 10 ხოან ლოსადა, 11 პოლ პლა * მწ) ხოსე-იგნასიო ინჩაუსტი
ოლიმპიადა სამ-ხუთ 9-11/08 @ რიო’დე’ჟანეირო (ბრზ)
<< პულებად 12 გუნდის სავარაუდო განაწილება
(ა) ფიჯი შტატები არგენტინა ბრაზილია
(ბ) აფრიკა ავსტრალია საფრანგეთი ესპანეთი
(გ) ზელანდია ბრიტანეთი კენია იაპონია
@