ლოგიკის მარცვალი ალბათ ის არის, რომ ადამიანის ტვინისთვის ძნელია ყველაფრის გაანალიზება და რეალურად შეფასება.
შესაბამისად, კომფორტისთვის ვიყენებთ სტერეოტიპებს. ეს კარგად მუშაობს მანამ, სანამ ჩვენი წარმოდგენების რეალობასთან დამთხვევის პროცენტულობა მაღალია.
მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. სტერეოტიპებით აზროვნებას სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია.
ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, კარგად დაფიქრდით, ფაქტები გადაამოწმეთ და ისე იმოქმედეთ. რაშიც სრულებით დარწმუნებული ხართ, რომ რეალობაა, შეიძლება უბრალოდ თქვენი ცრურწმენა ან აკვიატებული აზრი იყოს