საგამოძებო სამსახურის ცნობით, „აიფონ პლიუსი“ ახლის ნაცვლად ნახმარ ტექნიკას ყიდდა
დღეს, 14:38
ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური აიფონ პლიუსსა და ეფლსიტიში გამოძიებას აწარმოებს. მათი განმარტებით, ეს კომპანიები აიფონის ბრენდის ნახმარ მოდელებს ყიდდნენ.
„განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აიფონის ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი და უკვე ნამყოფია ექსპლუატაციაში, რომლებსაც აღნიშნული ფირმის ობიექტებში ასაღებდნენ როგორც ახალ ტელეფონებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ მომხმარებელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და სავარაუდო ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების ქსელიდან ამოღება ექსპერტიზის ჩატარების მიზნით”, - აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.
http://rustavi2.com/ka/news/48665