ასპინძაში, ხიზაბავრის მესხურ ტერასებზე ვაზის პირველი ნერგები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლებმა – მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორემ და „ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ დარგეს;
„აქ აღორძინდა და ჩაეყარა საფუძველი იმას, რითიაც დღეს ვამაყობთ მთელ მსოფლიოში, ქართულ ღვინოს და ქართულ ვაზს. ვფიქრობ, ჩვენი ქართული საქმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დავუახლოვდებით ჩვენ წინაპრებსა და იმ საწყისს, საიდანაც იწყება ყველაფერი. მთელ მსოფლიოს ექნება საშუალება დააგემოვნოს ამ ტერასებზე მოყვანილი ისეთი ღვინოები, როგორიც სხვაგან არსად არ არის“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
დღევანდელი დღის მნიშნველობაზე ისაუბრა გიორგი კვირიკაშვილმაც. მისი განცხადებით, დღვანდელი დღე, საქართველოს აღორძინების მკაფიო ნიშანია: „„ეს არა მხოლოდ ვენახის, არამედ სამცხე–ჯავახეთისა და მთლიანად საქართველოს ფეხზე წამოდგომის დასაწყისია. მიხარია, რომ ეს კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო, აღვადგინეთ“.
დღეს რეგიონში მეღვინეობისა და მევენახეობის აყვავება რომ სიმბოლურად დაიწყო, ამაზე ისაუბრა გიორგი ნათენაძემაც: „ორწლიანი სამუშაოების შემდეგ აღვადგინეთ ძველი მესხური ტერასები, რომლებიც 32 ჰექტარზეა გადაჭიმული. ამ დროისთივს 12 ჰექტარი აღდგენილია, მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო“.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის განცხადებით, ტერასების აღდგენა რეგიონში ტურისტული პოტენციალის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგო. მესხური ტერასებს მთლიანას 23 ჰექტარი უკავია. ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა.
http://sknews.ge/index.php?newsid=8995 This post has been edited by giorgevich23 on 6 Jun 2016, 07:35