დეკემბერში წყლის გადასახადის ქვითარს მოაყოლეს დაახლოებით შემდეგი შინაარსის გაფრთხილება, რომ იანვრიდან ბინაში ჩაწერილი სულების რაოდენობა აიღებოდა არა GWP-ს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემებით, არამედ რეესტრის ბაზის მონაცემებით. შესაბამისად თუ რეესტრის მონაცემების მიხედვით ბინაში ჩაწერილი იყო "მკვდარი" სულები დროზე უნდა მიგვემართა რეესტრისთვის რათა ზედმეტი გადასახადი არ მიგვეღო.
ნუბუნებრივია ბევრმა არ შეიწუხა თავი რეესტრში მისვლით, მათ შორის მეც, შედეგად იანვარში მივიღე გადასახადი 6 სულზე (3 არარსებული სული დამემატა).
ნუ თავი დავანებოთ ეხლა იმას რამდენად სამართლიანი იყო ეს ყველაფერი (ჯანდაბას ერთი თვე), მაგრამ იმისთვის რომ მომავალშიც არ ვიხადო ზედმეტი წავედი "რეესტრში" (არ ვიცი ზუსტად როგორ ქვია

), ჩემნაირი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა, ბევრს აღმოაჩნდა მიწერილი "მკვდარი" სულები და შესაბამისად დამხვდა დიდი რიგები უზუსტობის გამოსწორების მოთხოვნით.
ასეა თუ ისე, ვინაიდან ზედმეტის გადახდა არავის არ უნდა, უკვე არავინ დაიზარებს და თუ მის ბინაში ვინმე ზედმეტია მიწერილი, აუცილებლად მივა "რეესტრში" და მოითხოვს უზუსტობის გასწორებას. შესაბამისად გამოვა, რომ თბილისის მასშტაბით მაინც "რეესტრს" მეტ-ნაკლებად ზუსტი მონაცემები ექნება და "მკვდარი" სულებისგან გაიწმინდება.
ხოდა ჩემი შეკითხვა ასეთია, ვინმემ იცის საარჩევნო სია ეს კიდე ცალკე მონაცემთა ბაზაა, თუ რეესტრის სიაზეა მიბმული?
"შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ"!....