აქ იგულისხმება, რომ პოლიციელი გონივრული განსჯით უნდა მოქმედებდეს და არა პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ან სულაც უსაქმურობის გამო.
თუ იმ ადგილას რაიმე დაწესებულებაა ან რამე პროცესები მიდის (მაგალითად, გეოლოგიური ან რამე), მაშინ შეუძლია მოითხოვოს დატოვება. ოღონდ ეს რეალური საშიშროება უნდა იყოს და არა ყურით მოთრეული ან პოლიციელის მეტისაქმე რო არააქვს, იქიდან გამოწვეული.
რეალურად ეს მუხლი ემსახურება იცით როგორ შემთხვევებს? მაგალითად ხდება რაღაც სტიქიური შემთხვევა, ავარია ან რამე მსგავსი. ასეთ დროს ხშირია მაყურებლების და გამვლელების შეკრება. თუ ვთქვათ არსებობს სტიქიის ან ავარიის გამეორების საფრთხე, პოლიციას უფლება აქვს გაწმინდოს ის ტერიტორია, რომელზეც შესაძლოა გავრცელდეს ასეთი საფრთხე.
მოკლედ, უბრალოდ თუ დგახარ იქ, სადაც არაფერი ხდება, ვერავინ აგიკრძალავს დგომას ტყუილუბრალოდ.
სხვა დროს როცა გაგაჩერებენ, შეეკითხე რის საფუძველზე გაგდებს ტერიტორიიდან და სთხოვე კონკრეტული ნორმაც/აქტიც მიგითითონ.
თუ იბლუყუნებენ და "რა უბნელი ხარ" ბაზარზე გადავლენ, უთხარი რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მიხედვით, უფლება მაქვს თავისუფლად გადავაადგილდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მცხეთის მიდამოებშითქო

და თუ არ დამისაბუთებ კონკრეტულად რატომ მაგდებ ამ ადგილიდან, ჩავთვლი რომ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავ და ახლავე დავრეკავ შსს-ს გენინსპექციაშითქვა.
კანონის ენით როცა ესაუბრები, ჩემი გამოცდილებით ყოველთვის იბნევიან. თუ არასერიოზულად მოვიდნენ და არაფერი დაგირღვევია, მაშინვე უკან იხევენ და მიდიან. ერთხელ ასე გავუიასნე პოლიციელს გაუგებარი მოთხოვნის აბსურდულობა. ვკითხე კაცურად სად წერია ეგთქო და ძალიან მიამიტური სახით მიპასუხა - საქართველოს კანონშიო

იასნა გამეცინა. ესეც მიხვდა რო ჩაიჭრა. ჰოდა მეუბნება ცოტა ხანი დამელოდეო და მიდის მანქანისკენ. ნუ ველოდები რა უნდა ვქნა. ის ამ დროს ქოქავს მანქანას და მიდის

მიიპარება რა.
პ.ს. თავის საქმეში კარგად გარკვეული საპატრულოს პოლიციელი ჯერ არ შემხვედრია. თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევებს, როცა თავად დავარღვიე და ულაპარაკოდ გამოვართვი პოლიციელს შესაბამისი ჯარიმის ქვითარი

ასეთ დროს არ გამოვლაპარაკებივარ და შესაბამისად არც შემიმოწმებია პოლიციელის იურიდიული განათლება
This post has been edited by ინაველ on 6 Jun 2016, 18:32