სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაშავებულია სულ მცირე 36 ადამიანი. ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 7 პოლიციელია.
ცოტა ხნის წინ სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შემდეგაც გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა.
ხელისუფლების ცნობით, აფეთქების სამიზნე პოლიციის ავტობუსი იყო.
ამჟამად ქუჩა, სადაც აფეთქება მოხდა გადაკეტილია. ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
პასუხისმგებლობა აფეთქების ორგანიზებისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/38...e-gaizarda.html